როგორ მოვამზადოთ ჭვავის მუდმივი საფუარი: შეურიეთ 100 გრ ფქვილი და 100 გრ წყალი. მზადაა

2927

არსებობს უმარავი სურნელი, რომელიც არასოდეს გავიწყდება, მაგალითად, ახალი წიგნის ან ახლად მოცელილი ბალახის. მაგრამ ვერაფერი შეედრება ახლად გამომცხვარი პურის არომატს. თბილი, ხრაშუნა კანი, ღრუბლისებრი გული, რომელიც პირში დნება – ასეთი თვისებები მაღაზიაში ნაყიდ პურს ნამდვილად ვერ ექნება.

ჭვავის საფუარი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ასევე მას მარადიულს უწოდებენ, რადგან მისი გამოყენება მუდმივად შეიძლება, მთავარია, ფქვილი დაუმატოთ დროდადრო.

ინგრედიენტები

  • 100 გრ ჭვავის ფქვილი
  • 100 მლ წყალი

მომზადება

1. პირველი დღე. შეურიეთ ფქვილი და თბილი წყალი 2-ლიტრიან ქილაში და დააფარეთ თავსახური. დადგით არაჟნის კონსისტენციის მასა თბილ ადგილას 24 საათით. ბუშტუკების წარმოშობა ნიშანია იმისა, რომ დუღილის პროცესი დაიწყო.

2. მეორე დღე. დაუმატეთ 100 მლ თბილი წყალი და 100 გრ ფქვილი, მოურიეთ და დატოვეთ ისევ დღე-ღამის განმავლობაში.

3. მესამე დღე. დუღილის პროცესი უკვე შუუიარაღებელი თვალით ჩანს. საფუარი გადიდდა და ბუშტუკებიც მრავლადაა. არც თუ ისე სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ასეც უნდა იყოს. ბოლოჯერ დაუმატეთ ფქვილი და წყალი და დატოვეთ ისევ 1 დღით.

4. მეოთხე დღე. სუნი უკვე მომჟავო გახდა, საფუარი დაპატარავდა და მზადაა. აიღეთ იმდენი, რამდენიც რეცეპტის მიხედვითაა საჭირო, დანარჩენი კი მოათავსეთ ქილაში. თავსახური დახვრიტეთ.

5. შეინახეთ საფუარი თბილ ადგილას და ყოველ 12 საათში დაუმატეთ წყალი და ფქვილი. თუ მაცივარში შეინახავთ, დამატება ყოველ 5-7 დღეშია საჭირო. ეს მართლაც მუდმივი საფუარია.

ნაყიდი პურისგან განსხვავებით, შინ გამომცხვარი უფრო დიდ ხანს ძლებს. ასეთი საფუარი ბევრად სასარგებლოა ფხვნილზე. პურის გამოცხობის ასეთი ტრადიცია უძველესია, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როცა ღმელში აცხობდნენ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!