ფაფუკი და რბილი კომბოსტოს ღვეზელები, რომელიც მომენტალურად ბავშვობაში დაგაბრუნებთ

332

7 წლის ხართ, ბებიასთან სამზარეულოში ზიხართ. ის კომბოსტოთი და რძით ღვეზელებს ამზადებს. სახლი სასიამოვნო არომატით ივსება და მადას აღვიძებს. ბებია მაგიდაზე ცხელ ცომეულს დებს. წინ მთელი დღეა, როცა შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ირბინოთ და ზაფხულით ისიამოვნოთ. ალბათ, ყველს სურს ამ დროში დაბრუნება. სამწუხაროდ, ბავშვობას ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ ღვეზელის გამოცხობა ყოველთვის შეგიძლიათ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ღვეზელის რეცეპტს, რომლითაც ზუსტად ისეთი ცომეული გამოვა, როგორც ბავშვობაში. ფაფუკი და გემრიელი!

კომბოსტოს ღვეზელი რძეზე მომზადებული

ცომის ინგრედიენტები:

  • 550 გ ფქვილი
  • კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 30 გ კარაქი
  • 150 მლ რძე
  • 25 გ საფუარი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გ კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. რძეში კომბოსტოს კარგი ღვეზელი რომ მოამზადოთ, ჯერ უნდა განეწყოთ. ცომის მომზადება კარგ ხასიათზე დაიწყეთ. ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ ეს მუშაობს. თუ მზად ხართ, ცომის მომზადება დაიწყეთ. რძე შეათბეთ. ნახევარი რძე გამოიყენეთ, საფუარი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს და ცოტა ხნით გააჩერეთ.

2. ცალკე თასში კარაქი და თბილი რძე აურიეთ. ამ ნარევს საფუარიანი რძე, შემდეგ კვერცხი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ფაფუკი ცომი მოზილეთ და 2 საათით სითბოში გააჩერეთ.

3. კომბოსტო წვრილად დაჭერით. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა, ახლა ღვეზელის მომზადება დაიწყეთ.

4. ცომი ორ ნაწილად დაყავით და ღვეზელები გამოძერწეთ. თითოეულ ღვეზელში ცოტა შიგთავსი მოათავსეთ.

5. შეკრული ღვეზელები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და გააჩერეთ, რომ ცოტა ამოვიდეს. 200 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. ოდნავ რომ შეწითლდეს, ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით.

მცირე ძალისხმევის შედეგად სახლი ღვეზელის არომატით გაივსება. ჩაი მოადუღეთ და შეწითლებული ცომეული მაგიდაზე გაიტანეთ. ღვეზელი წარმოუდგენლად ფაფუკი და რბილი გამოდის. ოჯახის წევრები წვნიანი კომბოსტოს ღვეზელს სათანადოდ დააფასებენ. მათ ისეთ სასიამოვნო ასოციაციებს შეუქმნით, როგორც თქვენ გქონდათ ბავშვობაში. გემრიელად მიირთვით!