ბოსტნეულის კონსერვების ზამთრისთვის მომაგება ბევრ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ერთი პატარა შეცდომა. მაგალითად, არასწორად მოხუფვა, გაურეცხავი ქილის გამოყენება და წყლის კარგად არ ადუღება, საკმარისია, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ. კონსერვში სანელებლებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბევრი დიასახლისი ინტერესდება შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ ზღვის მარილი სუფრის მარილის ნაცვლად კონსერვში.
ადრე ზღვის მარილს, ასევე იოდირებულ მარილს ჭირივით უფრთხოდნენ და მათი გამოყენებით ბოსტნეულს არ ამწნილებდნენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ ხდებოდა ასე და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება კონსერვში.
ზღვის მარილი კონსერვში: სასარგებლოა თუ საზიანო
ამ საკითხზე დავა იოდირებული მარილის გამოჩენისთანავე დაიწყო. მის სარგებელზე ლეგენდები დადის. თუ იოდდეფიციტურ რეგიონში ცხოვრობთ, ასეთი მარილით ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ. ადრე იოდირებული მარილი ოდნავ განსხვავებულად მზადდებოდა.
ძველად მარილს კალიუმის იოდიდით ამდიდრებდნენ. მარილი ნატრიუმის თიოსულფატსაც შეიცავდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ იყო. ჯერ კიდევ 30 წლის წინ მხოლოდ ასეთი იოდირებული მარილი იშოვებოდა.
ასეთი მარილი ბოსტნეულთან ხანგრძლივი რეაქციის შემთხვევაში პროდუქტის გემოს, ფერს და ტექსტურას ცვლიდა. სწორედ ამიტომ, ამ მარილით კონსერვის მომზადება უკუჩვენებული იყო. ახლა კალიუმის იოდიდის ნაცვლად იოდატს იყენებენ, ამიტომ იოდირებული მარილი აბსოლუტურად უსაფრთხო და კონსერვისთვის შესაფერისია.
რაც შეეხება ზღვის მარილს, ისიც იოდს შეიცავს. ადრე ეშინოდათ, რომ ზღვის მარილი პროდუქტის გემოს შეცვლიდა, ამიტომ არ იყენებდნენ. არადა მასში ნაკლებად სტაბილური იოდია, რომელიც თერმოდამუშავებისას იშლება. თან იმდენად მცირე რაოდენობით შეიცავს, რომ გავლენას ვერ მოახდენს.
ნაცრისფერი ზღვის მარილი, რომელიც თიხის და წყალმცენარის მინარევებს შეიცავს, გამონაკლისია, მაგრამ არა მკაცრი. ამ სტაბილური ელემენტების წყალობით პროდუქტის გემო ოდნავ იცვლება, თან მარილიანობის დაბალი კონცენტრაცია აქვს.
გამოდის, რომ დღეს ზღვის მარილი კონსერვის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზღვის მარილი ნატურალური და მინერალებით გამდიდრებულია. კონსერვისთვის უვნებელია. ყველა შიში, რომელიც ზღვის მარილს უკავშირდებოდა, დრომ გააქარწყლა!