მოლდოველმა მეგობარმა მასწავლა, როგორ მოვამზადო კომბოსტოთი ფარშირებული წიწაკა ზამთრისთვის

527

ჩემი დაქალი წლების წინ მოლდოვაში საცხოვრებლად გადავიდა. მაშინვე ადგილობრივი სამზარეულოს აქტიურად შესწავლა დაიწყო. იმდენი საინტერესო რეცეპტი გამიზიარა, რომ ვერ ჩამოვთვლი. ერთი რეცეპტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ესაა კომბოსტოთი ფარშირებული წიწაკა ზამთრისთვის. უჩვეულო ნამზადია, რომელიც მომეწონა.

Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ უჩვეულო რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 35-40 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 3 კგ კომბოსტო
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 2 სტაფილო
  • 13 კბილი ნიორი
  • მწვანილი

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჭიქა ძმარი (9%)

მომზადების წესი:

1. ტკბილი წიწაკა თესლისგან გაწმინდეთ და ზუსტად 7 წუთით მდუღარე წყალში დაამუშავეთ. ამის შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და გააგრილეთ.

2. ამ დროში კომბოსტო დაჭერით. დაჭრილი მწვანილი, მაგალითად, კამა და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. სტაფილო გახეხეთ, ცხარე წიწაკა დააქუცმაცეთ. კომბოსტოს დაუმატეთ. ცოტა მარილი მოაყარეთ და აურიეთ. შიგთავსი წიწაკისთვის მზადაა.

3. მარინადი ცალკე მოამზადეთ. ინგრედიენტები აურიეთ.

4. წიწაკები კომბოსტის შიგთავსით გაავსეთ.

5. მზა წიწაკები ქილებში ჩააწყვეთ. მზა მარინადი დაასხით. თავსახური დაახურეთ და გაასტერილეთ. ორლიტრიანი ქილები 30 წუთით გაასტერილეთ, ლიტრიანი – 20 წუთით. ამის შემდეგ მოხუფეთ, ქილები გადააბრუნეთ, შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ესეც ასე. კომბოსტოთი ფარშირებული ბულგარული წიწაკა მზადაა. ზედმეტი ძალისხმევის გაღება საჭირო არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამ კერძზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს. უჩვეულო წასახემსებელი გამოდის. თუ რაღაც უფრო პიკანტური გსურთ, მეტი ცხარე წიწაკა დაუმატეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.