გენიალური დესერტი ქალებისთვის, რომელთაც სიბერის და გასუქების ეშინიათ

397

შეიძლება თუ არა ხაჭოს და არაჟნის ტორტის გაკეთება ცხობის და ჟელატინის გარეშე? როცა გარეთ საშინელი სიცხეა, მაგრამ ტკბილეული გსურთ, ეს საკითხი ისე, როგორც არასდროს, აქტუალური ხდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია დესერტის „ამოცანას“ რეცეპტს გიზიარებთ. 5 წუთში მზადდება. უმარტივესი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 400 გ ვაფლი
  • 2-3 ს/კ არაჟანი აუცილებლობის მიხედვით
  • 40 გ შოკოლადი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

1. ხაჭო გაცერით. თუ სახლის ხაჭო არ გაქვთ, კეფირით შეგიძლიათ გააკეთოთ. მხოლოდ საყინულე, მარლა და საცერი დაგჭირდებათ.

2. ვაფლი დატეხეთ და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ, შემდეგ ხაჭო აურიეთ და კიდევ ერთხელ ერთად ათქვიფეთ. თუ მასა ძალიან მშრალია და ცუდად დაქუცმაცდა, რამდენიმე კოვზი არაჟანი ან რძე დაუმატეთ.

3. ღრმა თასში შესაფუთი პარკი ჩააფინეთ.

4. მასში ხაჭო–ვაფლის მასა გადაიტანეთ და კარგად ჩატუმბეთ.

5. ახლა პარკი დააფარეთ და მინიმუმ 5 საათით მაცივარში შეინახეთ. ამ დროში დესერტი ერთგვაროვანი და მკვრივი გახდება.

6. ვადის გასვლის შემდეგ ცივ დესერტს ზემოდან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ. შოკოლადის ნაცვლად ქოქოსის ფანტელები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ტორტი „რაფაელოს“ მსგავსი გამოვა.

როგორც ხედავთ, მხოლოდ ორი ინგრედიენტით მარტივი დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ, რომელსაც ყველა სიამოვნებით მიირთმევს. გემრიელად მიირთვით!