ნამდვილი კრუასანის რეცეპტი, რომელიც პირში დნება

5177

ყველას ძალიან უყვარს ფრანგული დესერტები – კრუასანები. ეს ცხობილები უამრავი შიგთავსით გვაწონებს თავს.

დღეს ჩვენ ამ საოცარი დესერტის მომზადებას გასწავლით!

ინგრედიენტები

  • 200მლ რძე
  • 200მლ წყალი
  • 180გ კარაქი
  • 11გ მშარალი საფუარი
  • 1/3 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 700-800გ ფქვილი
  • ნებისმიერი შიგთავსი
  • შაქრის ფხვნილი

რძე და კარაქი, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

მომზადება

  1. თბილ რძეს დაუმატეთ წყალი, მარილი, შაქარი და საფუარი. დაელოდეთ 10 წუთი.
  2. ამის შემდეგ დაუმატეთ მცენარეული ზეთი, კვერცხი, შაქარი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  3. ცომს გადააფარეთ პირსახოცი და შეინახეთ თბილ ადგილას.
  4. ცომი გაყავით 10 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად.
  5. წაუსვით დარბილებული კარაქი, ზემოდან მოათავსეთ შემდეგი ცომის ფენა, ისევ წაუსვით კარაქი. ასე გააგრძელეთ . . .
  6. თქვენ უნდა მიიღოთ ფენოვანი ცომი, რომელიც უნდა გაჭრათ 24 ნაწილად.
  7. დაუმატეთ შიგთავსი და მიეცით კრუასანის ფორმა.
  8. კრუასანებს წაუსვით კვერცხის გული, გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.
  9. გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
  10. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!