ძველი სომხური ტორტი „ეგინა“, რომელიც მარტივად მზადდება, მაგრამ მდიდრული რესტორნის გემო აქვს

1018

ტკბილი ხაჭოს სახლური ტორტი ყველა ტკბილეულის მოყვარულისა და დესერტის დამფასებლებისთვის ნამდვილი საჩუქარია. სამწუხაროდ, ბევრი პროდუქტის და საქონლის ფასი იზრდება, მაგრამ საკუთარი თავის, ოჯახის ან შვილების განებივრება მაინც გვსურს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სომხური ტორტის „ეგინას“ რეცეპტს. ნაზი ტკბილეული და უგემრიელესი მოხარშული კრემი.

ტორტის ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 600 გ ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 300 გ არაჟანი

კრემის ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 200 გ კარაქი
  • 50 გ სახამებელი
  • 10 გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

დაუვიწყარი „ეგინა“

ამ ტორტის წარმოშობა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის აქტიურ დისკუსიას იწვევს. ზოგი თვლის, რომ „ეგინა“ სახეცვლილი „ნაპოლეონია“. არის ვერსია, რომ ეს სომხური რეცეპტი არაა. ზოგი ამბობს, რომელიღაც აღმოსავლური ქვეყნის რეცეპტია, მაგრამ დესერტს სახელი ნამდვილად სომხური აქვს. ის „მზისკენ სწრაფვას“ ნიშნავს. ლამაზად ჟღერს. დარწმუნებული ვართ, რომ ტკბილეული ასეთი სახელით იმედს არ გაგიცრუებთ.

მომზადების წესი:

1. ხაჭო ღრმა თასში მოათავსეთ და შაქარი, მწიკვი მარილი, 2 კვერცხი დაუმატეთ. ინგრედიენტები კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. საერთო მასას არაჟანი დაუმატეთ და კვლავ დააბლენდერეთ.

2. ახლა ხაჭოს მასას ფქვილი დაუმატეთ. აუჩქარებლად გააკეთეთ, რომ ცომს კოვზით ნაზად აურიოთ. როცა ფქვილის დიდი ნაწილი თასში იქნება, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ამის შემდეგ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ.

3. ჯერ თასში აურიეთ, კოვზი გამოიყენეთ. როცა ნაკლებად მოსახერხებელი იქნება, ცომი მაგიდაზე გადმოიტანეთ და მოზელა გააგრძელეთ. ცომიდან პატარა ძეხვი გააკეთეთ და 6 ნაწილად დაყავით. თითოეული ნაჭერი პარკში ჩადეთ და მაცივარში შეინახეთ.

4. ცომის გაგრილებამდე და დასვენებამდე კრემის მომზადება დაიწყეთ. სქელძირიან ქვაბში კვერცხის გულები, რძის ნაწილი და შაქარი აურიეთ. მწიკვი მარილი, ვანილი და სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გოროხები არ წარმოიქმნას. დარჩენილი რძე დაუმატეთ და კრემი სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე მოხარშეთ.

5. ცომის თითოეულ ნაწილს ყველა მხრიდან ფქვილი მოაყარეთ და საცხობი ფორმის ზომამდე გააბრტყელეთ. ჩანგალით ცომის თითოეული ფირფიტა მაქსიმალურად დაჩხვლიტეთ. 180 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ.

6. როცა კრემი თითქმის გაგრილდება, ნაჭერი კარაქი დაუმატეთ. ნარევი ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ. როგორც კი, ფენები გაგრილდება, ტორტს კრემი წაუსვით და ფენებიდან დარჩენილი ნაფშვენით გააფორმეთ. სასურველია, რომ ტორტი მთელი ღამე მაცივარში შეინახოთ.

სადღესასწაულო სახლური ხაჭოს ტორტი

ტორტი ხმაურიან კომპანიაში სადღესასწაულო სუფრაზეც შეგიძლიათ გაიტანოთ. სეზონური ხილიც შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, მარწყვის, ატმის, ვაშლატამის, ნესვის ან ალუბლის ნაჭრები. თუ დესერტს გაჟღენთვის დროს მისცემთ, ღვთაებრივ გემოს მიიღებთ. ისეთივე დაუვიწყარია, როგორც იდუმალი ლამაზმანის ეგინას ხედვა.