სალათი “ახალგაზრდული”: გემრიელი, ნოყიერი და ფიგურასაც არ აფუჭებს

1533

სალათი “ახალგაზრდული” ძალიან პოპულარულია მათში, ვისაც წონაში დაკლება სურს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სახელწოდება სრულიად გამართლებულია: ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, გამოჰყავს შლაკები თესლის, უჯრედისისა და ბოსტნეულის წყალობით, ავოკადო და ზეითუნის ზეთი აახალგაზრდავებს. და რაც მთავარია, სალათი კარგად ანაყრებს.

სალათის ერთ ულუფაში მხოლოდ 450 კალორიაა, 41 გრ სასარგებლო ცხიმები, 12 გრ ნახშირწყლები, ასევე დიდი ოდენობით ვიტამინები და მინერალები. ცალკე უნდა ითქვას ავოკადოს შესახებ, რომელიც ომეგა 3-ის ნამდვილი საბადოა. ის აუმჯობესებს მხედველობას, ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ზედმეტ წონას.

ინგრედიენტები

  • 50 გრ ავოკადო
  • 100 გრ კიტრი
  • 1 ც პომიდორი
  • 50 გრ ყველი ფეტა
  • 1 ს.კ. ზეითნის ზეთი
  • კამა გემოვნებით
  • 2 ჩ.კ. ქუნჯუთი
  • 2 ჩ.კ. სელის თესლი
  • 1 ს.კ. გოგრის თესლი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მწიფე ავოკადო გაჭერით შუაზე, მოაცილეთ კურკა, ერთი ნაწილი გაფცქვენით და დაჭერით კუბებად, მეორე ნაწილი მეორე დღისთვის დაიტოვეთ.
  2. მოათავსეთ ავოკადო ღრმა თეფშში. დაჭერით კიტრი, პომიდორი და ყველი და დაუმატეთ ავოკადოს.
  3. დაუმატეთ სელის და გოგრის თესლი, ქუნჯუთი, მწვანილი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მოურიეთ. გემრიელი ავოკადოს სალათი მზადაა!

შეამჩნიეთ, რომ ინგრედიენტებში მარილი არ არის? ყველი ფეტა ისედაც მარილიანია, ასე რომ არ მოგიწევთ ზედმეტი მინერალური ნივთიერებებით თავის დატვირთვა. გემოს გასამდიდრებლად, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. შეგიძლიათ ეს კერძი ყოველდღიურად მიირთვათ, უმჯობესია, ვახშამზე. ამ შემთხვევაში ორგანიზმი საათივით იმუშავებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!