ქათმის ბარკლების ისე დამარინადება ვისწავლე, რომ სტუმრები დამატებას მთხოვენ

1099

ეს არის საუკეთესო მარინადი ქათმისთვის ყოველგვარი გაზვიადების გარეშე! მარტივად და სწრაფად მზადდება, შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს. ამ მარინადში გამომცხვარი ქათმის ბარკლები საოცარ ქერქს იძენს, ხოლო ხორცი წვნიანი და არომატული გამოდის.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაამარინადოთ ქათმის ბარკლები პარკში ისე, რომ სტუმრებმა ორი ულუფა მიირთვან.

ინგრედიენტები:

  • 16 ქათმის ბარკალი
  • 0,5 ჭიქა ხახვი ჭკვალი
  • 0,25 ჭიქა წვრილად დაჭრილი კოჭა
  • 0,7 ჭიქა სოიოს სოუსი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჭიქა წითელი ძმარი
  • 1 ჭიქა გარგარის ჯემი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ხახვი დანით დაჭერით. კოჭა გათალეთ და წვრილად დაჭერით. ღრმა ტაფაში ჩაყარეთ.

2. ხახვი და კოჭა დარბილებამდე და ოქროსფერ შეფერილობამდე 5 წუთით საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ. ძმარი დაასხით, 2 წუთის შემდეგ სოიოს სოუსი და გარგარის ჯემი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და 10 წუთით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხარშეთ.

3. ქათმის ბარკლები წინასწარ გარეცხეთ და გაამშრალეთ. ასევე ზიპპაკეტი დაგჭირდებათ. პაკეტში მარინადი ჩაასხით და ქათმის ბარკლები დაუმატეთ. პაკეტი დახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ მარინადი ქათამზე თანაბრად გადანაწილდეს. 5-10 წუთით გააჩერეთ.

4. ქათმის ხორცი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ფორმაში წინასწარ ფოლგა ჩააფინეთ. ქათმის ბარკლებს დარჩენილი მარინადი მოასხით.

5. წინასწარ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ. მომზადებამდე 5 წუთით ადრე ღუმელის ზედა გრილი შეგიძლიათ ჩართოთ. ასე ოქროსფერ ქერქს მიიღებთ. შესაძლებლობის მიხედვით, ამ ეტაპამდე ქათამს მარინადი დაასხით.

6. ესეც ასე, ქათმის ბარკლები მარინადში მზადაა. კამა მოყრილ ახალ კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ!

ასეთი კერძი სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს. ქათმის ბარკლები ყველას უყვარს, ამიტომ ქათმის ეს ნაწილი გამოიყენეთ და ამ მეთოდით დაამარინადეთ. რეცეპტი გულგრილს არ დაგტოვებთ. ქათამი ძალიან გემრიელი გამოდის. ვფიქრობ, საუკეთესო მარინადია ქათმისთვის.