სეზონზე ბოლოკს კიტრთან ერთად ვამწნილებ, გიზიარებთ რეცეპტს

773

ბოლოკი ჩემი საყვარელი საგაზაფხულო ბოსტნეულია. ბაზარში მის გამოჩენას ვერ ველოდები, ამიტომ აივანზე ჯერ კიდევ თებერვალში ვთესავ. როცა ბოლოკის სეზონი გახურებულია, ჩემს ყველა სალათში ჩნდება. უფრო მეტიც, ბოლოკით მთელი ზაფხული მწნილს ვამზადებ.

ეს ხრაშუნა სალათი ქილაში უფრო სწრაფად მთავრდება, ვიდრე კომბოსტოს მწნილი ზამთარში. მენდეთ, კომბოსტოსაც კარგად ვამწნილებ. ვფიქრობ, მიზეზი იმაშია, რომ ჩემი ოჯახი ბოლოკზე სპეციალიზირებულია. დედას ჰგვანან!

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის მწნილი კიტრთან ერთად

მითითებული ინგრედიენტებით მომზადებული სალათი 0,7 ლიტრიან 2 ქილაში ჩაეტევა. თუ დიდი პარტია გსურთ, პროპორციები გაზარდეთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ბოლოკი
  • 2 კიტრი
  • 1 ხახვი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • 1 ლ წყალი
  • 100 მლ ძმარი
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 6 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5 ბაჰარის წიწაკა
  • 10 შავი წიწაკა (მარცვალი)

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, მარინადი მოამზადეთ. მარილი და შაქარი წყალში გახსენით. მდოგვის თესლი, დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები დაუმატეთ. აურიეთ და მარინადი აადუღეთ.

2. ადუღებიდან 5 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. ამ დროში კიტრი და ბოლოკი რგოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად. მწვანილი დაჭერით.

3. პირველ ფენად გარეცხილ და მშრალ ქილაში დაჭრილი მწვანილი ჩააფინეთ. შემდეგ ბოლოკი, კიტრი და ხახვი. შემდეგ კვლავ ბოლოკი და ასე მორიგეობით, სანამ ინგრედიენტები არ დამთავრდება.

4. ბოსტნეული ქილაში ოდნავ ჩატუმბეთ. გაცივებულ მარინადს 9% ძმარი დაასხით და დაფნის ფოთლები ამოიღეთ. აურიეთ და მარინადი ბოსტნეულს დაასხით.

ახლა ქილებს ჰერმენტული თავსახური დაახურეთ და 6 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მთელი ღამითაც შეგიძლიათ გააჩეროთ. დილით სალათი გასინჯეთ. თუ ბევრი ქილა მოამზადეთ, მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!