სამარხვო ფორთოხლის ორცხობილა კარაქის, კვერცხის და რძის გარეშე

714

ადრე ფორთოხლის ორცხობილებს ვაცხობდი ტრადიციული მეთოდით: 1 შეკვრა კარაქით და კვერცხით. საკმაოდ კარგი გამოდიოდა, ოჯახის წევრებს მოსწონდათ. ამ რეცეპტზე გავჩერდი, ამიტომ ახალს აღარ ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ ყოველთვის შეგიძლიათ უფრო გემრიელი გამოაცხოთ.

მეგობარმა სამარხვო ფორთოხლის ორცხობილის რეცეპტი გამიზიარა მას შემდეგ, რაც მასთან სტუმრად ყოფნისას მთელი თეფში ტკბილეული შევჭამე. ახლა ახალი დესერტი მაქვს. შემიძლია ფორთოხლის ორცხობილა კვერცხის, რძის და კარაქის გარეშე ყოველდღე გამოვაცხო.

თუ სოიოს სოუსის გამოყენებას ვერ რისკავთ, მის ნაცვლად გემოვნებით მარილი დაუმატეთ. ეს ინგრედიენტი შინაურულ ცომეულში იშვიათად გვხდება, მაგრამ, მენდეთ, შესაფერისია.

ინგრედიენტები:

  • 1 ფორთოხალი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 გ ვანილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი

მომზადების წესი:

1. ფორთოხალი გაწურეთ და ცედრა გახეხეთ. 125 მლ ფორთოხლის წვენი და 1 ს/კ ცედრა უნდა მიიღოთ.

2. ფორთოხლის წვენი, სოდა, სოიოს სოუსი, მზესუმზირას ზეთი, ცედრა და შაქარი აურიეთ.

3. ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი გაცერით. ნარევს დაუმატეთ და სქელი წებოვანი ცომი მოზილეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მზესუმზირას ზეთი წაუსვით.

5. საცხობ ფორმაზე ცომი თანაბრად გაანაწილეთ და 180 გრადუსზე ნახევარი საათით აცხვეთ.

6. მზა ფენა ულუფებად დაჭერით.

თუ გსურთ ისედაც სურნელოვან ორცხობილას ახალი ნოტები შემატოთ, დარიჩინი დაუმატეთ. ციტრუსის სურნელი ამ სანელებელს იდეალურად ეთავსება. გემრიელად მიირთვით!