კარტოფილი შვედურად: როგორ მოვამზადოთ არომატული ჰასელბექი

834

კარტოფილი უნივერსალური გარნირია, რომელიც ბევრ დიასახლისს რთულ წუთებში შველის. სწრაფად და მარტივად მზადდება. ამ პროდუქტით ბევრი სხვადასხვა კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ, რომლებიც თავისი გემოთი გაგაოცებთ. Gastronomia ჰასელბექის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ. ესაა საინტერესოდ გაფორმებული შვედური კერძი კარტოფილით. ამ მეთოდით მომზადებული კარტოფილი გარმონს ჰგავს.

კარტოფილი შვედურად: იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის

ასეთი კერძი სადღესასწაულო სუფრაზე იდეალურია. სტუმრების დასახვედრად შეგიძლიათ მოამზადოთ. ბევრი სტუმარი გემრიელი კარტოფილის მომზადების რეცეპტს გამოგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 100 მლ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 კბილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 10 გ ოხრახუში

მომზადების წესი:

1. კარტოფილი აზიურ ჩხირებს შორის მოათავსეთ. კარტოფილი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, მაგრამ ბოლომდე არ გაჭრათ. ბოსტნეულის ძირი მთელი უნდა იყოს.

2. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. წინასწარ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით.

3. თითოეულ კარტოფილს წიწაკა და მარილი მოაყარეთ. კარტოფილებს ზეთი წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.

4. ნიორი დააქუცმაცეთ. მზესუმზირას ზეთი და ნიორი ღრმა თასში აურიეთ.

5. ოხრახუში და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. კარტოფილი ღუმელიდან გამოიღეთ. ნივრის და ზეთის ნარევი მოასხით და ზემოდან დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ.

ჰასელბექი მზადაა! სუფრაზე არაჟნის სოუსთან ერთად გაიტანეთ. კარტოფილი წარმოუდგენლად გემრიელი და არომატული გამოვა. ბევრი მოამზადეთ, რადგან ახლობლები დამატებას მოგთხოვენ.