წიწაკის მწნილი ბალკანური რეცეპტით. ჩემს ოჯახს კიტრზე მეტად შეუყვარდა

1785

ბულგარული წიწაკის მწნილს ბალკანური რეცეპტით ვამზადებ. ჩვეულებრივ, ბულგარულ წიწაკას ფარშის გასავსებად იყენებენ და არა დასაკონსერვებლად, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა.

ცხარე და ხრაშუნა წიწაკა ცივ ზამთარში სუფრიდან პირველი ქრება. კიტრს არავინ უყურებს, სანამ მაგიდაზე ერთი მწნილი წიწაკა მაინცაა. ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე გამოცდილია!

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი დამარინადებული წიწაკა, ნათელი, მაცდური წასახემსებელი!

ინგრედიენტები:

  • 3 კგ ბულგარული წიწაკა
  • 7 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • წიწაკის მარცვლები
  • 1 ლ წყალი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 250 მლ 9%–იანი ძმარი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით, ჩანგლით ორი მხრიდან დასერეთ.

2. ქვაბში წყალი ჩაასხით. ძმარი, შაქარი, მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. ადუღებულ მარინადში წიწაკები ჩააწყვეთ. 3 წუთით ხარშეთ, შემდეგ წიწაკები მეორე მხარეს გადააბრუნეთ და კვლავ 3 წუთით ხარშეთ.

4. ნივრის კბილები წვრილად დაჭერით.

5. სტერილურ ქილის ძირში წიწაკის მარცვლები, ნიორი და ოხრახუში ჩააფინეთ. მაშინვე ორივე მხრიდან ბლანშირებული წიწაკა დაუმატეთ. ხის კოვზით წიწაკებს ფრთხილად დააჭირეთ, რომ კარგად ჩატუმბოთ. სავსე ქილას ზემოდან ცოტა ოხრახუში და ნიორი დაადეთ.

6. დანარჩენ წიწაკაზეც იგივე გაიმეორეთ, სანამ ქილებში არ გაანაწილებთ. ცხელი მარინადი, რომელშიც წიწაკა დაამუშავეთ, გავსებამდე დაასხით.

7. ქილები მოხუფეთ. გაგრილება აცადეთ, შემდეგ გრილ, ბნელ ადგილას ზამთრამდე შეინახეთ. გირჩევთ, რომ 1 ქილა მაშინვე გასინჯოთ. წარმოუდგენლად გემრიელია.

ამ რეცეპტით დამწყები მზარეულიც იდეალურად მოამზადებს. მთავარია, რომ ყველა აუცილებელი ინგრედიენტი ხელთ გქონდეთ. როგორც ხედავთ, ინგრედიენტები ხელმისაწვდომი და მარტივია!