ტკბილი ფუნთუშები ვაშლით: ლამაზი, გემრიელი და არომატული

821

Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან ლამაზი და გემრიელი ფუნთუშები ჩაიზე მისაყოლებლად.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 250 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • 15 გრ დაპრესილი საფუარი
  • 2 კვერცხი
  • კვერცხის გული ჭიქურისთვის
  • 2-3 ს/კ წყალი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 80 გრ შაქარი
  • 400 გრ ვაშლი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 30 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეს შაქარი და საფუარი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. აფუებული ცომი 10-15 წუთით გააჩერეთ.
  2. კვერცხი, მწიკვი მარილი და 2 ს/კ შაქარი სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. აფუებულ ცომს ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ. ცომი 7 წუთით მოზილეთ, ბოლოს დარბილებული კარაქი დაუმატეთ.
  5. ცომი ერთ გუნდად შეკარით, პარკში გაახვიეთ და 1 საათით გააჩერეთ.
  6. შემდეგ ჩაზილეთ და კვლავ ამოსასვლელად გააჩერეთ.
  7. შიგთავსი მოამზადეთ: გასუფთავებული ვაშლი კუბებად დაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, კარაქი, ლიმონის წვენი, შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 2-3 წუთით საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. ბოლოს 1 კოვზი დაფქული დარიჩინი დაუმატეთ.
  8. ცომი 12 ნაწილად გაყავით. თითოეულით კვერები გააკეთეთ, 4 ადგილას რადიალურად ჩაჭერით, შუა ცენტრამდე არ მიხვიდეთ. ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ, ახლა პირველი ფურცელი შიგთავსს დააფარეთ, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე.
  9. ფუნთუშები საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ. კვერცხის გული წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ.
  10. ახლა 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.
  11. გემრიელად მიირთვით!