არომატული პეროგი ფეტით და ტკბილი წიწაკით: ოქროს რეცეპტი

214

სადილზე ან ვახშამზე პურის ნაცვლად პეროგი ფეტით და ტკბილი წიწაკით გაიტანეთ. ფაფუკი ფუნთუშები შიგთავსით ცხელი წვნიანის იდეალური დანამატია. ორიგინალური და გემრიელია.

მთავარია, რომ საფუარის ცომი კეფირზე და რძეზე სწორად მოზილოთ. ასე ცომეული ძალიან ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვა. ცომი პირში დნება, ხოლო საინტერესო შიგთავსი კერძს პიკანტურობას მატებს.

როგორ მოვამზადოთ პეროგი ფეტით

ფუნთუშები ყველით, მწვანილით და წიწაკით შეგიძლიათ გაავსოთ. თუ ფეტას იღებთ, მარილის დამატება საჭირო არაა. თუ სურვილი გაქვთ, ყველი ხაჭოთი ჩაანაცვლეთ და მარილი მოაყარეთ. ეს რძემჟავა პროდუქტი ფეტისგან განსხვავებით უმარილოა. შიგთავსს თავშავა და ზეთისხილი შეგიძლიათ დაუმატოთ და პეროგი იტალიურ სტილში გამოაცხოთ.

ინგრედიენტები:

  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 100 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 100 გ კარაქი
  • 600 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 კვერცხის გული
  • 100 მლ რძე
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 200 გ ყველი ფეტა
  • 0,5 კონა ოხრახუში

მომზადების წესი:

1. ხორბლის ფქვილი გაცერით. საფუარი დაუმატეთ და აურიეთ. თბილი რძე და კეფირი, ასევე მზესუმზირის ზეთი ჩაასხით.

2. კვერცხი, შაქარი, მარილი და რბილი კარაქი დაუმატეთ. ფაფუკი ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ. თესლი და ყუნწი მოაშორეთ. ბოსტნეული და ყველი პატარა კუბებად დაჭერით.

4. ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. მწვანილი ყველს და წიწაკას დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

5. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. თითოეული კვერებად გააბრტყელეთ. კვერს ცენტრში ცოტა შიგთავსი დაუმატეთ და ნავის ფორმა მიეცით.

6. შიგთავსიანი კვერები ზეთწასმულ საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ. პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.

7. კვერცხის გული ათქვიფეთ. ცომს წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით აცხვეთ.

ნაზი პეროგი პიკანტური შიგთავსით მზადაა. ცოტა ხნით გააგრილეთ, შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ. ფაფუკი ფუნთუშები ყველით და წიწაკით მზადაა. ოჯახის წევრები აღფროვანებულნი დარჩებიან.