Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის ღვეზელს შვედური რეცეპტით.
ცომის ინგრედიენტები:
- 3 საშუალო ზომის კვერცხი
- მწიკვი მარილი
- მწიკვი ვანილი
- 300 გრ შაქარი
- 220 გრ კარაქი
- 160 მლ რძე
- 280 გრ ფქვილი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 600 გრ გასუფთავებული ვაშლი
- 2 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი, ცედრა (ან 2 ჩ/კ დარიჩინი)
მომზადების წესი:
- ცომის მოსამზადებლად პროდუქტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
- გასუფთავებული ვაშლი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, დარიჩინი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ.
- კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად აქაფებამდე ათქვიფეთ. შაქარი, ვანილის შაქარი დაუმატეთ და მიქსერით მოცულობის გაზრდამდე ათქვიფეთ.
- მიქსერით აურიეთ და წვრილ–წვრილად თბილი რძე დაუმატეთ.
- გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ნახევარი ფქვილი მასას დაუმატეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი მზადაა.
- ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. წინასწარ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომი ფორმაში გაათანაბრეთ. ზემოდან ვაშლის ნაჭრები მოაყარეთ, მსუბუქად თითოეულ ვაშლის ნაჭერს ჩააწექით. ვაშლის წვენი სუფრის კოვზით ზემოდან მოასხით.
- 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
- გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!