ხორციანი და წვნიანი სუპერ ცხრაფურცელა: 5 წუთში სუფრიდან ქრება

628

ხშირად ისე ხდება, რომ მარტივი პროდუქტებით გემრიელი და ნოყიერი კერძის მომზადება გვსურს. ცხრაფურცელა შეგიძლიათ ასეთ კერძს მიაკუთვნოთ. ის ნოყიერი, არომატული და წარმოუდგენლად წვნიანია. წასახემსებელი შეგიძლიათ ჩაის მიაყოლოთ, საუზმეზე მიირთვათ ან სამსახურში წაიღოთ. გზაზე ან პიკნიკზეც იდეალურია. Gastronomia.ge-ს რედაქცია ცხრაფურცელას მომზადების რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ფარში
  • 700 გრ ფენოვანი ცომი
  • 200 გრ გახეხილი ყველი
  • 100 გრ შებოლილი ღორის ქონი
  • 200 გრ საფანელი
  • მარილი, წიწაკა
  • დაფქული ნიორი
  • სეზამის თესლი

მომზადების წესი:

  1. ფარში თასში მოათავსეთ, მარილი, წიწაკა და დაფქული ნიორი დაუმატეთ.
  2. ხახვი გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. შებოლილი ღორის ქონი დააქუცმაცეთ. დაჭრილი პროდუქტები ფარშს დაუმატეთ. აქვე საფანელი და გახეხილი ყველი ჩაყარეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ფენოვანი ცომი თხელ მართკუთხა ფირფიტად გააბრტყელეთ. ფარშით 4 სმ სიგანის ზოლები გააკეთეთ და ცომს რიგებად დაადეთ. ზოლებს შორის დაშორება 6-7 სმ.
  4. ზოლები გაჭერით და კიდეებს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. ახლა შიგთავსი მზა ცომში გაახვიეთ. ერთგვარი რულეტი გამოვა.
  5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. რულეტი პატარა ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და სეზამის თესლი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. ახლა თეფშზე დააწყვეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!