უზბეკური კერძი, რომელსაც პეროგების მეფეს უწოდებენ. დაგჭირდებათ მხოლოდ მარტივი და იაფი ინგრედიენტები

3448

ხორცის ეს პეროგი, რომლის რეცეპტსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, ყველა სტუმარზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს. უზბეკური პეროგი, როგორც წესი, ქათმის ხორცისგან მზადდება, თუმცა დღესდღეობით არსებობს მისი არაერთი ვარიაცია.

ამ უზბეკურ კერძს ხშირად პეროგების მეფედ ან სამეფო პეროგად მოიხსენიებენ. თავდაპირველად მას მხოლოდ ისეთი დღესასწაულებისთვის ამზადებდნენ, როგორიცაა: აღდგომა, სამების დღესასწაული, ნიშნობა და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სამეფო პეროგის მომზადების მარტივ რეცეპტს. მიჰყევით დეტალურ ინსტრუქციას და მიღებული შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს!

უზბეკური პეროგი

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • ნახევარი კგ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრამი მარგანინი
  • 100 გრამი არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

 ინგრედიენტები შიგთავსისთვის: 

  • 300 გრამი კარტოფილი
  • 100 გრამი ხახვი
  • 250 გრამი ქათმის ფილე
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. შავი დაფქული წიწაკა
  • 50 გრამი მწვანილები
  • 1 ს.კ. წყალი

მომზადება:

1. ღრმა ჭურჭელში დაარბილეთ მარგანინი, შემდეგ დაამატეთ არაჟნი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და ჩაამატეთ ის თქვენ მიერ მომზადებულ მარგანინისა და არაჟნის მასაში.

3. საკვები სოდა გააღვივეთ 3-4 წვეთი ძმრით და შემდეგ ჩაამატეთ ნარევში.

4. მუდმივი მორევის პირობებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ კარგად გაცრილი ფქვილი.

5. ამოიყვანეთ ცომი, შეახვიეთ თბილად და დატოვეთ დაახლოებით ნახევარი საათით.

6. სანამ ცომი ამოვა, დაჭერით ქათმის ფილე პატარა ზომის კუბიკებად.

7. გაასუფთავეთ ხახვი და კარტოფილი კანისგან. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, ხოლო კარტოფილი – საშუალო ზომის კუბიკებად. პარალელურად კარგად დაკეპეთ მწვანილები (თუ რა მწვანილებს მიანიჭებთ უპირატესობას, ეს მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული).

8. შიგთავსის გამზადებული ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

9. გამზადებული ცომი გაყავით 2 ნაწილად (ერთი ნაწილი მეორეზე დიდი უნდა იყოს). ცომის დიდი გუნდა კარგად გააბრტყელეთ და ჩააფინეთ საცხობ ფორმაში. ის ოდნავ გადმოშვერილი უნდა იყოს ფორმის კუთხეებიდან.

10. მოათავსეთ თქვენი შიგთავსი ცომში და დაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, რათა მზა კერძი კიდევ უფრო წვნიანი იყოს. ცომის მეორე, შედარებით პატარა ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ ის შიგთავსზე ზემოდან. საცხობი ფორმის კუთხეებიდან გადმოშვერილი ცომის პირველი ფენის ნაწილით კარგად დააფიქსირეთ და შეკარით კერძი ისე, რომ ცხობის პროცესში ის არ გაიხსნას და შიგთავსი გარეთ არ გადმოიღვაროს. ჩვენს მომავალ პეროგს ცენტრში გაუკეთეთ ხვრელი, ზემოდან შეაზილეთ კვერცხის გული და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1,5 საათით.

11. უგემრიელესი პეროგი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

როდესაც ამ უზბეკურ კერძს დააგემოვნებთ, მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ მას სამეფო პეროგს. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!