ხაჭოს ტორტი ტაფაზე: როცა დრო და სურვილი გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ ღუმელი

3507

შინ მომზადებული ტორტი ტაფაზე საუკეთესო გამოსავალია, როცა ღმელის გამოყენების საშუალება არ არის. ასეთი ტორტი არაფრით ჩამოუვარდება ღუმელში გამომცხვარს.

მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტების ერთობლივობით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. გადამწყვეტი ეტაპი კი კრემის შეწოვის ხანგრძლივობაა, რომლის გარეშეც ტორტი მშრალი გამოვა. მაგრამ სხვა დესერტებისგან განსხვავებით, მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ეს საუცხოო ტორტი ხაჭოს კრემით არაჩვეულებრივია მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ჩაის სმისას, როცა გსურს მოსწყდე ყოველდღიურ რუტინას.

ინგრედიენტები

  • 320 გრ ფქვილი
  • 250 გრ ხაჭო
  • 170 გრ შაქრის პუდრი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადება

1. თასში შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და 120 გრ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით.

2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ნელ-ნელა და მოზილეთ ცომი.

3. დაყავით ცომი 5 ნაწილად, შეახვიეთ საკვების ცელოფანში.

4. გააბრტყელეთ თითოეული ტაფის ზომაზე.

5. წაუსვით ტაფას კარაქი, მოათავსეთ ცომი, დაჭხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ ყველა ფენა.

6. მოამზადეთ კრემი. აღქვიფეთ რბილი ხაჭო, 50 გრ შაქარი და ვანილის შაქარი.

7. წაუსვით კრემი ყველა ფენას და გარედანაც, შედგით ტორტი მაცივარში 4 საათით ან უმჯობესია მთელი ღამით.

8. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და სურვილისამებრ მორთეთ პიტნის ფოთლებით და კენკრით.

ტორტს შეგიძლიათ წაუსვათ ჯემი, დაუმატოთ ხილი ან თხილი. კრემის შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი, ან მოხარშული კრემი. ვიმედოვნებთ, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ. გაუზიარეთ იგი მეგობრებს!