საუკეთესო საუზმე: ფუნთუშები ომლეტის შიგთავსით

469

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ საუზმე ამ რეცეპტით მოამზადოთ. ფუნთუშაში უმი ომლეტის ჩასხმით შედეგი ვერ გაგახარებთ. ომლეტი ღუმელში არ გამოცხვება, ხოლო ფუნთუშა გახმება და ორცხობილად იქცევა. ამ ვარიანტით ფუნთუშა რბილი რჩება, გემრიელი ხრაშუნა ქერქით და შიგნით თბილი და გემრიელი შიგთავსით, ზემოდან კი ყველის ქერქით!

ინგრედიენტები:

  • 2 ფრანგული ფუნთუშა
  • 2 კვერცხი
  • 40 მლ ნაღები
  • მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2-3 ჩერი პომიდორი
  • 2 ჩ/კ მაიონეზი
  • 4 ნაჭერი ძეხვი
  • ყველი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. პროდუქტები მოიმარაგეთ. ფუნთუშები ახალი უნდა იყოს. ეს გემრიელი საუზმის გარანტიაა!
  2. კვერცხი, ნაღები და მარილი აურიეთ, საყვარელი სანელებლები ან დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ.
  3. მცენარეულ ზეთში ომლეტი მომზადებამდე შეწვით, პერიოდულად ჩანგლით აურიეთ.
  4. ფუნთუშას ზედა ნაწილი, თავსახური მოაჭერით და რბილობი ამოიღეთ.
  5. პომიდორი დაჭერით, ყველი გახეხეთ.
  6. ფუნთუშას შიგნით მაიონეზი ან სხვა სოუსი, არაჟანი წაუსვით.
  7. ფუნთუშის ძირში რამდენიმე ძეხვის ნაჭერი ჩადეთ.
  8. შემდეგ პომიდვრის ფენა დაუმატეთ.
  9. ახლა ომლეტი დაადეთ და ცოტა ჩატუმბეთ.
  10. ზემოდან მწიკვი ყველი მოაყარეთ.
  11. ცხელ ღუმელში 5 წუთით აცხვეთ.
  12. მზა ფუნთუშებს თავსახურები დაახურეთ და სუფრაზე ცხელი გაიტანეთ!
  13. გემრიელად მიირთვით!