დაზოგვა გადავწყვიტე და ქათმის ფრთებით და ბრინჯით ნოყიერი ვახშამი მოვამზადე

856

ორი ერთში კერძის მომზადება ძალიან მოსახერხებელია, რადგან გარნირიც არის და ხორცის კომპონენტიც. დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ქათმის ფრთებს ბრინჯით, სადაც ბრინჯი ქათმის წვენით ივსება, რაც მას ძალიან გემრიელს და ნოყიერს ხდის. აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფრთები
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. ქათმის ფრთები გარეცხეთ და სახსრებში 3 ნაწილად გადაჭერით. ყველაზე თხელი ნაწილები გადაყარეთ, მასში ხორცი არაა. დანარჩენს მარილი და წიწაკა მოაყარეთ, 1 კოვზი მცენარეული ზეთი მოასხით. აურიეთ და 1 საათით დასამარინადებლად გააჩერეთ, უფრო დიდხანსაც შეიძლება.

3. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ, გახეხილი სტაფილო და ნახევარი ხახვის რგოლები დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე დარბილებამდე და მსუბუქად შეწითლებამდე შეწვით.

4. გარეცხილი ბრინჯი დაუმატეთ. მარილი და სანელებლები მოაყარეთ.

5. აურიეთ. გაზქურაზე 2-3 წუთით გააჩერეთ. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და გაასწორეთ.

6. ზემოდან ქათმის ფრთები დააწყვეთ. წყალი დაასხით.

7. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ. თუ ბრინჯი მყარია, ხოლო ქათმის ფრთები უკვე შეწითლდა, ზემოდან ფოლგა დააფარეთ.

8. ქათმის ფრთები ბრინჯით მზადაა.

9. თეფშებზე გადაანაწილეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!