მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ზარმაცული თაფლის ნამცხვარი: 30 წუთში მზადაა

1332

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ წარმოუდგენლად გემრიელ და ზარმაცულ თაფლის ნამცხვარს. ძალიან გაჟღენთილი, ნაზი და გემრიელი გამოდის. უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ! აუცილებლად მოამზადეთ!

ინგრედიენტები:

  • 160 გრ (3 ს/კ) თაფლი
  • 180 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 4 კვერცხი
  • 280 გრ ფქვილი
  • 180 გრ შაქარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 750 გრ არაჟანი
  • 360 გრ შესქელებული რძე
  • 50 მლ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. პატარა ქვაბში თაფლი და კარაქი მოათავსეთ, საშუალო ცეცხლზე დადგით. სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ, შეათბეთ. ადუღებამდე არ მიიყვანოთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მიღებული ნარევი პატარა თასში გადაიტანეთ.

2. ღრმა თასში კვერცხი ქაფის წარმოქმნამდე მიქსერით ათქვიფეთ, ნაწილ–ნაწილ შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. გათეთრებამდე ათქვიფეთ. ახლა ნაწილ–ნაწილ თაფლის ნარევი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

3. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ.

4. საკმაოდ თხელი ცომი გამოვა.

5. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ცომი დაასხით და ნიჩბით მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ.

6. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 18 წუთით აცხვეთ.

7. ბისკვიტის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

8. ახლა კრემი მოამზადეთ. თასში არაჟანი ჩაასხით, შესქელებული რძე დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ.

9. ლიმონის წვენი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ მიქსერით ათქვიფეთ.

10. ბისკვიტს პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ და სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ, სადაც ნამცხვარს ააწყობთ.

11. ბისკვიტი ორ თანაბარ ნახევრად გაყავით.

12. თითოეული ნახევარი ისევ შუაზე გაყავით. სულ 4 ფენას მიიღებთ.

13. ბისკვიტის კუთხეები ორ მხარეს მოაჭერით. ნარჩენებით ნაფშვენი გააკეთეთ.

14. ქვედა ფენას კრემი წაუსვით, მთელ ფენაზე კარგად გადანააწილეთ.

15. მეორე ფენა დაადეთ და მასაც კრემი წაუსვით.

16. ასე მთელი ტორტი ააწყვეთ.

17. ზედა ფენასაც კრემი წაუსვით და ზემოდან ბისკვიტის ნაფშვენი მოაყარეთ.

18. სასურველია, თაფლის ნამცხვარი მაცივარში რამდენიმე საათით გააჩეროთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.

19. ტორტი ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!