სურნელოვანი ცხარე სოუსი „მაცდური უზბეკეთი“ ზუსტი რეცეპტის მიხედვით

816

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ცხარე საკაზმის რეცეპტს, რომელიც ხმელი სანელებლებით მზადდება და ძმარი არ სჭირდება. სოუსი 5 წუთში მზადდება, მაგრამ კერძს აზიურ ნოტებს მატებს და ცეცხლოვან სურნელს ჩუქნის.

მოცემული რეცეპტი შემადგენლობით უზბეკურ ლაზდანის სოუსს ჰგავს, რომელიც ცხარე წიწაკით და ქინძით მზადდება. სხვაობა იმაშია, უზბეკური სოუსისთვის ახალ წიწაკას ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ, ქინძს და ნიორს ურევენ, შემდეგ ცხელ ზეთს ასხამენ.

ცხარე საკაზმი

ინგრედიენტები:

  • 7-8 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 2 ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა
  • 2 ს/კ პაპრიკა
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ნიორი დაპრესეთ, გახეხეთ ან დააბლენდერეთ.

2. დაქუცმაცებულ ნიორს დაფქული ქინძი დაუმატეთ. ის სოუსს მოტკბო სურნელოვან ნოტს შემატებს.

3. წითელი და შავი წიწაკა და ტკბილი პაპრიკა დაუმატეთ. სოუსი ნაკლებად ცხარე რომ იყოს, ცხარე წითელი წიწაკა 2–ჯერ ნაკლები რაოდენობის აიღეთ.

4. შაქარი და მარილი სოუსს თქვენი გემოვნებით დაუმატეთ.

5. მცენარეული ზეთი მოასხით და კარგად აურიეთ.

6. მზა სოუსს ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს და აჯიკას ჰგავს. მისი გემო თანდათან იხსნება: თავიდან ტკბილ სანელებელს გრძნობთ, მოგვიანებით ცხარე გემოს. ნებისმიერ ხორცს, მათ შორის მწვადს უხდება. პელმენის, წვნიანის, გარნირის გემოს უფრო გამოხატულს, გაჯერებულს და პიკანტურს ხდის. თუ უფრო ცხარე კერძები გიყვართ, სოუსი პურს წაუსვით.

7. გემრიელად მიირთვით, ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!