არომატული პომიდორი ზამთრისთვის შესანახად 10 წუთში. სტერილიზაციის და მარილწყლის გარეშე

1357

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ პომიდვრის კონსერვს, რომელსაც სტერილიზაცია და მარილწყალი არ სჭირდება. პომიდორი ძალიან გემრიელი, არომატული გამოდის, თუ ბოსტნეულს ქილებში ლამაზად ჩააწყობთ, ულამაზესი გამოვა. ხახვი და იისფერი რეჰანი პომიდორს ავსებს, განსაკუთრებულ გემოს მატებს.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 2 ხახვი
  • რეჰანი და კამა
  • 6 კბილი ნიორი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 3 ჩ/კ შაქარი
  • 3 ჩ/კ 70%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. მკვრივი, საშუალო ზომის პომიდორი აირჩიეთ. გადამწიფებული არ უნდა იყოს. შუაზე გაჭერით და ყუნწები მოაშორეთ.
  2. ცხარე წიწაკა წვრილად დაჭერით.
  3. წითელი ან ჩვეულებრივი ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით.
  4. ნიორი ფირფიტებად დაჭერით.
  5. მწვანილი დაჭერით, რეჰანის ფოთლები ღეროებს მოაშორეთ.
  6. ქილაში ჩააწყვეთ ჯერ პომიდვრის ფენა, შემდეგ ხახვი, რეჰანი და კამა, ნიორი, მარილი და შაქარი, ძმარი.
  7. ბოლოს მდუღარე წყალი დაასხით და მოხუფეთ.
  8. ქილები რამდენჯერმე შეანჟღრიეთ და გადააბრუნეთ. გაგრილებამდე შეფუთეთ.
  9. კონსერვი შეგიძლიათ სარდაფში შეინახოთ. შენახვის ვადა: 1 წლამდე.
  10. პომიდვრის კონსერვი ძალიან გემრიელი, არომატული და ოდნავ პიკანტური გამოდის. სასურველია, პომიდორი და მწვანილი კარგად გარეცხოთ, რომ ქილაში არსებული ყველა პროდუქტი სუფთა დარჩეს და ობით არ დაიფაროს ან არ გასკდეს.