როგორ მოვამზადოთ ზეფირი არაჟნისგან? ღრუბელივით ფაფუკი და 100%-ით ნატურალური

1787

თითქოსდა, რძის პროდუქტისგან ყველანაირი დესერტის მომზადება ვისწავლეთ უკვე, მაგრამ არა ზეფირის არაჟნისგან. ალბათ იმიტომ, რომ მისი შეძენა მაღაზიაშიც შეიძლება, მაგრამ მას ბავშვობის დროინდელი გემო მაინც არ ექნება. გაგახარებთ და გეტყვით, რომ სწორედ ასეთი ზეფირის რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაჟანი და კეფირი. ზოგი სპეციალურ ფორმებს იყენებს, მე კი უბრალო საცხობ ფორმას. როცა მასა ცივდება, მასას კვადრატებად ვჭრი და ვტკბები.

ინგრედიენტები

  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ლ კეფირი
  • 30 გრ ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 400 მლ წყალი

მომზადება

  1. ჩაალბეთ ჟელატინი თბილ წყალში და დატოვეთ 40 წუთით.
  2. შემდეგ დადგით ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ მასა არ წამოდუღდება. გადმოდგით და გააცივეთ.
  3. შეურიეთ არაჟანი და კეფირი. დაამატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. ათქვიფეთ მასა მიქსერით 6 წუთის განმავლობაში.
  4. განაგრძეთ ათქვეფვა, დაუმატეთ ნელ-ნელა ჟელატინი და კიდევ 5 წუთი ათქვიფეთ.
  5. ჩაასხით მასა ფორმაში, შედგით მაცივარში 6 საათით. შემდეგ დაჭერით ულუფებად.

ზეფირს შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან და გაახარეთ ოჯახის წევრები. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!