ყვავილოვანი კომბოსტო გახეხეთ და 10 წუთში უცომო ღვეზელი მზადაა

915

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ უცომო ღვეზელს ყვავილოვანი კომბოსტოთი, რომელსაც ყველა შანსი აქვს, რომ თქვენი ოჯახის და სტუმრების საყვარელი კერძი გახდეს. სულ რაღაც 10 წუთში მზადდება, ძალიან გემრიელია და არაერთხელ დაგეხმარებათ, როცა რაღაც გემრიელი და უჩვეულო გსურთ, მაგრამ დრო არ გაქვთ.

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ ფქვილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1/2 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. თავად მომზადების პროცესი ძალიან მარტივია. ყვავილოვანი კომბოსტო სახეხზე გახეხეთ და სასალათეში ჩაყარეთ.

2. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, შავი წიწაკა, ცოტა ფქვილი და ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ.

3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. წინასწარ გახურებულ ტაფაზე გადაიტანეთ და 5 წუთით შეწვით.

5. ამის შემდეგ გადააბრუნეთ და მეორე მხარესაც შეწვით.

გემრიელად მიირთვით!