ნივრის სანელებლები კარგია იმიტომ, რომ კერძს სძენს საოცარ პიკანტურ არომატს. სანელებლებისის სახლში მომზადება უმარტივესია, მოდით ერთად ვცადოთ!
ნივრისგან სანელებლების მომზადება დანამატების გარეშეც შეგიძლიათ. 3 თავი ნივრისგან გამოდის 100გ ნატურალური სანელებელი.
ინგრედიენტები
- 3 კბილი ნიორი
მომზადება
1.გაასუფთავეთ ნიორი. დააქუცმაცეთ ბლენდერში. ნიორი არ უნდა იქცეს პიურედ.
2.მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაზე თხლად და გამოაშრეთ 50 გრადუსზე.
3.გაგრილებული ნიორი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ ჰერმეტიულ ჭურჭელში.
შეგიძლიათ არ დააბლენდეროთ და მთლიანად გამოაცხოთ ნიორი. 150 გრადუსზე გამოაცხვეთ 2-3 საათი. გამომცხვარი დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ ქილაში.
გრემოლატა – იტალიური სანელებელია მწვანილების, ლიმონის და ნიორისგან. ეს სანელებელი ძალიან უხდება ხორციან კერძებს, მოთუშულ ბოსტნეულს და ზღვის პროდუქტებს. ძალიან უხდება სოუსებსაც და სალათებსაც.
იტალიური სანელებელი
ინგრედიენტები
- 4 თავი ნიორი
- 1 ლიმონი
- ოხარხუში
- მარილი
მომზადება
- გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ნიორი ბლენდერით, დაუმატეთ ოხრახუში.
- გარეცხეთ ლიმონი, მშრალად გახეხეთ ცედრა.
- ამოწურეთ ლიმონი და ცედრა ჩაყარეთ ბლენდერში, მოურიეთ. ნივრის მასა გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!