იფიქრებდით, რომ რძით და ყავით პურის მომზადება შეიძლება?

411

ჩემმა დამ მასწავლა ამ პურის ცხობა. ჩაისთან უბრალოდ შეუდარებელია. ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ.

პირველივე ჯერზე საოცრად გემრიელი გამომივიდა. ასე რომ აწი თამამად ვაცხობ.

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 50გ ყავისფერი შაქარი
  • 0,5  ჩაის კოივზი ზღვის მარილი
  • 30გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
  • 150მლ რძე

მომზადება

1.გამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი და ზღვის მარილი.

2.მარილიან რძეში გახსენით ყავა. მასის გახსნის სემდეგ ის დაასხით ფქვილს. დაუმატეთ საფუარი და კვერცხი. ათქვიფეთ მიქსერით.

დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ. ცომი გადაიტანეთ მაგიდაზე და დაამუშავეთ ხელით. მოათავსეთ შუშის ჯამში და შეფუთეთ. დაელოდეთ 1 საათი.

3.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ ბრტყელ ზედაპირზე. დაამუშავეთ და დაჭერით.

თითოეულ ნაჭერს მიეცით ბურთის ფორმა.

4.დააფარეთ ხელსახოცი 15 წუთი და დაელოდეთ ამოფუებას. გააბრტყელეთ ხელახლა და ისევ მიეცით ფორმა. გადაანაწილეთ საცხობ ფორმაში.

5.დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 60 წუთი. ამოფუებული პური გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!