თურქულად ფარშირებული ტკბილი წიწაკა. მზადდება ხორცის გარეშე, მაგრამ უგემრიელესი გამოდის!

4710

ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ყოველდღიური მაგიდისთვის იდეალურია. მზადდება ხორცის გარეშე, მაგრამ სანელებლების დამსახურებით შეუდარებელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა 12 ცალი
  • კარტოფილი 7-8 ცალი
  • ქამა სოკო 200გ
  • ხახვი 1 თავი
  • სტაფილო 1 ცალი
  • პომიდორი  3 ცალი
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ნაღები 100მლ
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • პიტნა 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 200მლ
  • კამა და ხახვი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი კუბიკებად, გახეხეთ სტაფილო და მოთუშეთ ზეთში 3-4 წუთი.
  2. დაუმატეთ დაქუცმაცებული სოკო და მოთუშეთ 5 წუთი.
  3. მოაყარეთ მწვანილი.
  4. გაასუფთავეთ წიწაკა მარცვლებისგან, გარეცხეთ და დაასხით 10 წუთი ადუღებული წყალი.
  5. გახეხეთ კარტოფილი, კანი მოაშორეთ პომიდორს და წვრილად დაჭერით.
  6. ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანე ხავი, კამა, სანელებლები და არაჟანი.
  7. გულსართს დაუმატეთ მოთუშული მასა და მიღებულით ამოავსეთ წიწაკები.
  8. ფარშირებული წიწაკა მოათავსეთ ქვაბში ჭრილით ზემოთ და დაასხით წყალი. მოაყარეთ მარილი.
  9. მოთუშეთ 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!