ჟულიენი კარტოფილში. უგემრიელესი კერძი სადღესასწაულოდ

687

ჟულიენი ყველას ძალიან მოეწონება დარწმუნებული ვარ. კერძი მთლიანად დამოუკიდებელი და წარმოუდგენლად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 5 ცალი კარტოფილი
  • 500გ ქამა სოკო
  • 15გ კარაქი
  • 100გ ხახვი
  • 125მლ ნაღები
  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 125გ ყველი
  • მარილი, წიწაკა
  • დაფნის ფოთოლი
  • მწვანილი
  • პომიდორი

მომზადება

  1. კარტოფილი გაასუფთავეთ და გაჭერით 2 ნაწილად. ამოჭერით გული, ერთგვარი ნავები უნდა მოვამზადოთ კარტოფილისგან. მოათავსეთ ქვაბში, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და მარილი. ქვაბი დადგით ცეცხლზე და აადუღეთ 5-7 წუთი. გადაასხით წყალი ქვაბიდან, ხოლო კარტოფილი თეფშზე გადმოიტანეთ.
  2. გარეცხეთ სოკო და დაჭერით კუბიკებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით წვრილად. მზა პროდუქტები მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ ზეთი, მარილი და შეწვით.
  3. მზა სოკოს დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
  4. მოვამზადოთ სოუსი. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი და ნაღები. მოურიეთ სოუსს, უნდა დაემსგავსოს არაჟანს.
  5. მზა სოუსი დაუმატეთ სოკოს და მოთუშეთ სითხის აორთქლებამდე.
  6. ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და მოათავსეთ მასზე კარტოფილი ჭრილით ზევით. ზემოდან მოათავსეთ სოკო. გამოაცხვეთ 180 გრადუზე 15 წუთი.
  7. გახეხეთ ყველი. ნახევრად მომზადებულ ჟულიენს მოაყარეთ და გააგრძელეთ გამოცხობა. გააფორმეთ პომიდვრით და კამით.

გემრიელად მიირთვით!