ღორის ხორცის მომზადების ახლებული მეთოდი – უგემრიელესია!

654

ღორის ხორცი ტაფაზე იმდენად გავრცელებული კერძია, რომ ყველამ იცის მისი მომზადება. ყველას ძალიან მოგვბეზრდა ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ნაცნობი ერთფეროვანი კერძები, მაგრამ დღეს მინდა ეს კერძი სხვა კუთხით დაგავანხოთ და გაგაოცოთ.

ხახვი და რძე ხორცს არასტანდარტულ ეფექტს აძლევს. დაგემოვნებისას, მწვადს მოგაგონებთ, სანელებლებიდან მხოლოდ შავი წიწაკა დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 500მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 100გ ფქვილი
  • 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ და დაჭერით დაახლოებით ერთნაირ ნაჭრებად.

2.ახლა კი მოვამზადოთ ხახვი. გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარ წრეებად. ხორცზე ზემოდან გადაანაწილეთ ხახვის ფენა და ასე ააწყეთ ინგრედიენტების ამოწურვამდე.

3.დაასხით რძე ისე, რომ დაფაროს ხორცი.

4.ხორცი რძეში გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი.

5.ამოიღეთ რძიდან ხორცი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ამოავლეთ ფქვილში და კვერცხში. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

უგემრიელესი კერძი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!