ბებიის რეცეპტით მომზადებული ყველა კერძი ჩემთვის განსხვავებულად ძვირფასია. სოფელში ჩასვლისას ამ კრუასანებს ბებია ყოველ დილით გვიმზადებდა და გვახარებდა. გადავწყვიტე ჩემი შვილებისთვისაც მომემზადებინა, ამიტომ გამახსენეს რეცეპტი.
ინგრედიენტები
- 420გ ფქვილი
- 300გ ალუბალი წვენის და კურკის გარეშე
- 2 კვერცხი
- 80მლ რძე
- 2 სუფრის კოვზი არააჟანი 20%
- 120გ კარაქი
- 50გ შაქარი
- 8გ ვანილი
- 20გ საფუარი ან 7გ მშრალი
- მარილი
- 1 კვერცხი
- 1სუფრის კოვზი რძე
მომზადება
1.თბილ რძეში გახსენით საფუარი. გაალღვეთ კარაქი.
2.ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი. დაუმატეთ არაჟანი და საფუარის მასა. ჩაასხით ზეთი და ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
3.მოზილეთ ცომი დაახლოებით 5 წუთი. ცომი გამოდის ძალიან სასიამოვნო. ცომი შეფუთეთ ნამიან ნაჭერში.
არ მოუჭიროთ ძალიან, უბრალოდ შეკარით. ნაჭერში გახვეული ცომი ჩაუშვით ცივ წყალში. დატოვეთ 1 საათი.
4.გულსართისთვის გამოიყენეთ გასუფთავებული ალუბალი.
5.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ დაწრეტა. ფქვილიან ზედაპირზე დაამუშავეთ ცომი, აღარ უნდა იყოს წებოვანი. გაყავით 4 ნაწილად. დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 15 წუთი.
6.გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი. გაყავით 8 სამკუთხედ ნაწილად. თითოეულზე მოათავსეთ 2 ალუბალი.
მიეცით კრუასანის ფორმა. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ გადაბმის ადგილი მოყვეს დაბლა. დაასვენეთ 15 წუთი.
7.ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად და წაუსვით კრუასანებს, ზემოდან მოაყარეთ ცოტა შაქარი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 17-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!