უკრაინული ლორის ხემსი – დახვეწილი და ორიგინალური!

613

უკრაინელები ძალიან გემრიელ ლორს ამზადებენ. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული კერძია.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ სამფერა ლორს, რომელიც უგემრიელესია. ლორის ასორტი თქვენს მაგიდას ძალიან მოუხდება.

ინგრედიენტები

  • 1კგ ლორი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 100გ კამა
  • 2 სუფრის კოვზი პაპრიკა + 1 სუფრის კოვზი წიწაკა
  • მარილი

მომზადება

1.თავდაპირველად წვრილად დააქუცმაცეთ ხორცი ხორცსაკეპით. თუ ლორი ძველია მაშინ კანი აუცილებლად მოაცალეთ. თუ რბილი კანი აქვს, მაშინ დატოვეთ. მიღებული ფარში გაყავით 3 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.პირველი ნაწილი შეაზავეთ ნივრით, მეორე პაპრიკით და წიწაკით, ხოლო მესამე დაქუცმაცებული მწვანილით.

3.თითოეული მოათავსეთ რიგ-რიგობით კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

4.დაჭერით ლორი, თქვენ უნდა მიიღოთ სამფერა კერძი. ხემსის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში. ძალიან გემრიელი სენდვიჩების მომზადება შეიძლება შავ პურთან ერთად.

საბნელებლები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!