დამწნილებული კომბოსტო ჩვენს ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებით, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და წესით სწორ კვებად ითვლება. კომბოსტოს მწნილის გარეშე – სუფრას არ აქვს შესაბამისი ეშხი.
მწნილი კომბოსტოს კერძები
სამარხვო ში კომბოსტოთი
ინგრედიენტები
- 4 კარტოფილი
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 300გ მწნილი კომბოსტო
- მარილი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი
- 3ლ წყალი
მომზადება
- ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი.
- მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო.
- წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ხახვი 10 წუთი ზეთში.
- დაუმატეთ მოთუშული მასა,დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა სუპს. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
ჩეხური სუპი მწნილი კომბოსტოთი
ინგრედიენტები
- 300გ ღორის ხორცი
- 600გ ქათმის ხორცი
- შებოლილი ძეხვი
- 50გ ლორი
- 500გ მწნილი კომბოსტო
- 2 კარტოფილი
- 1 ხახვი
- 2 კბლი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- ძირა, შაქარი და მარილი
მომზადება
- დაჭერით ხორცი და ძეხვი.
- გააცხელეთ ლორი ზეთზე ქვაბში. დაუმატეთ ქათმის და ღორის ხორცი, შეწვით მაღალ ცეცხლზე. ბოლოს დაუმატეთ ძეხვი.
- მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი.
- ხორცს მოაყარეთ პაპრიკა, მოურიეთ და მოასხით ცხელი წყალი, რათა სრულად გაიშალოს.
- დააფარეთ თავსაფარი და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 1,5 საათი.
- დაჭერით კარტოფილი, ხორცი გადმოიტანეთ ქვაბიდან, ბულიონში ჩაალაგეთ კარტოფილი. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.
- დაუმატეთ კომბოსტო, ნიორი, ძირა,შაქარი და მარილი. მოხარშეთ კარტოფილის მომზადებამდე.
- დააბრუნეთ ხორცი ქვაბში და აადუღეთ.
გემრიელად მიირთვით!
ბიგოსი პოლონურად
ბიგოსი ან ბიგუსი – ტრადიციული პოლონური, ლიტვური და გერმენული კერძია.
ბიგოსი დამწნილებული კომბოსტოსოთი და ღორის ხორცით მზადდება.დანამატები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეურჩიოთ.
ინგრედიენტები
- 500გ ღორის ხორცი
- 200გ შებოლილი ღორის ნეკნები
- 600გ კომბოსტო
- 400გ მწნილი კომბოსტო
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 40გ პომიდვრის პასტა
- 1 სტაფილო
- 40გ პომიდვრის პასტა
- 150გ შავი უკურკო ქლიავი
- მარილი, კაკალი ქინძი, შავი წიწაკა
- 2-3 დაფნის ფოთოლი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- შეწვით ღორის ხორცი ზეთში.
- გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი, დააქუცმაცეთ კომბოსტო.
- დაუმატეთ სტაფილო და ხახვი ხორცს. მოტუშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
- შებოლილი ნეკნები დაჭერით ნაჭრებად. დაუმატეთ ხორცს პომიდვრის პასტასთან და მარილთან ერთად.
- დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მწნილი კომბოსტო. მოურიეთ. წყლის დამატება არ არის საჭირო, წვენიც საკმარისია, რაც კომბოსტოშია.
- მჭიდროდ დააფარეთ ქვაბს თავსაფარი და მოთუშეთ 30 წუთი.
- ამასობაში ცხელი წყალი დაასხით შავ ქლიავს. გაჭერით შუაზე.
- 30 წუთის შემდეგ ბიგოსს დაუმატეთ ქლიავი, წიწაკა, ქინძი, დაფნის ფოთოლი.
- ისევ მოურიეთ, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
ფუნთუშები კომბოსტოთი
ინგრედიენტები
- 500გ მწნილი კობოსტო
- 1 ხახვი
- 50გ სოკო
- 15გ საფუარი
- 500გ ფქვილი
- 250მლ კეფირი
- 0,25 სუფრის კოვზი რძე
- 1 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 100გ კარაქი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- დააქუცმაცეთ და მოხარშეთ სოკო.
- წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ხახვი.
- ხახვს დაუმატეთ კომბოსტო და მოხარშული სოკო. მოთუშეთ სითხის აორთქლებამდე.
- საფუარს დაუმატეთ შაქარი.
- დაუმატეთ რძე და ცოტა ფქვილი. შეინახეთ 30 წუთი.
- გაალღვეთ კარაქი. მარილი გახსენით სუფრის კოვზ ცხელ წყალში.
- კარაქს და მარილს დაუმატეთ კეფირი.
- მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.
- მოზილეთ ცომი და შეინახეთ 30-40 წუთი.
- გაყავით ცომი და გააბრტყელეთ.
- მოათავსეთ გულსართი და დააფიქსირეთ კუთხეები.
- ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და ჩააფინეთ ქაღალდი.
- ათქვიფეთ კვერცხის გული რძესთან ერთად და წაუსვით ფუნთშებს.
- გამოაცხეთ 25 წუთი 190 გრადუსზე.
კომბოსტოს ოლადები კეფირზე
ინგრედიენტები
- 250მლ კეფირი
- მწვანე ხახვი
- 250გ ფქვილი
- 3 კვერცხი
- 1/3 ჩაის კოვზი სოდა
- მარილი
- შავი წიწაკა
- ძირა
- ხახვი
- 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
- 100მლ მცენარეული ზეთი
მომზადება
- დაჭერით ორივე სახის ხახვი, გაცერით ფქვილი. აიღეთ ღრმა ჯამი, ჩაასხით კეფირი და ჩატეხეთ კვერცხი. მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვნად.
- დაუმატეთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, შაქარი და სოდა. ისევ მოურიეთ.
- ცომს დაუმატეთ წინასწარ გამოწურული მწნილი კომბოსტო და ხახვი. მოაყარეთ ძირა. ისევ კარგად მოურიეთ. მასის კონსესტენცია უნდა იყოს იდეალური. არც სქელი და არც თხელი.
- ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. შეწვით კომბოსტოს ოლადები ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!
სალათი ვიტამინების ბომბა
ინგრედიენტები
- 400გ მწნილი კომბოსტო
- 1 ვაშლი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 15 ცალი კენკრა
- 1 ლიმონის წვენი
- ზეითუნის ზეთი
მომზადება
- გამოწურეთ კომბოსტო.
- გაასუფთავეთ, წვრილად გახეხეთ ვაშლი და სტაფილო.
- შეაერთეთ ინგრედიენტები.
- მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი.
- მოაყარეთ კენკრა.
გემრიელად მიირთვით!