ლორის დამარილების საუკეთესო ვარიანტი – თქვენ როგორ ამარილებთ?

812

ლორი – პროდუქტი რომელსაც ბევრი ადამიანი აღმერთებს.გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა დიასახლისს საკუთარი დამარილების მეთოდი აქვს. რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სრულყოფილი გემო მაცივრის გამოყენების გარეშე, წლის ნებისმიერ დროს.

დღეს ჩვენ გასწავით ლორის დამარილლების საინტერესო ვარიანტს.

ინგრედიენტები

  • ღორის რბილი ხორცი
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • 8 სუფრის კოვზი მარილი
  • 1ლ წყალი
  • დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები
  • სურნელოვანი წიწაკა

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ მარილწყალი. დადგით ცეცხლზე წყალი, აადუღეთ და მოაყარეთ მარილი. დაუმატეთ დაფნა, წიწაკები. მოურიეთ, აადუღეთ 5 წუთი და გამორთეთ ცეცხლი.

2.დაამუშავეთ ხორცი. გარეცხეთ გამდინარე წყალში, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით. გაასუფთავეთ ნიორი და დაჭერით.

3.ქილაში მოათავსეთ ნიორი, ლორი და ისევ ნიორი. მარილწყალსაც დაუმატეთ გახეხილი ნიორი. არ დაგავიწყდეთ ქილაში დაფნის დოთოლის დამატება.

4.ქილებში ჩაასხით მარილწყალი ნივრით და წიწაკით. დააფარეთ თავსაფარი და გააჩერეთ 2 დღე ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგ 3 დღე მაცივარში.

5.ლორი შეგიძლიათ შეაზავით აჯიკით ან წიწაკით. გადაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და შეინახეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!