ბოლოკს ჭარხლის წვენში ვალბობ, ვამზადებ უგემრიელეს სალათს

700

ეს სალათი პირველად მეგობართან გავსინჯე. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეც მომემზადებინა. წვნიანი კიტრი, პიკანტური შავი ქლიავი ამ სალათს სხვა კერძებისგან გამოარჩევს. გემრიელი, მარტივი და თან ძალიან ეფექტურია.

ინგრედიენტები

  • 300გ შებოლილი ქათამი
  • 1 კიტრი
  • 200გ არაჟანი
  • 200გ შავი ქლიავი
  • 300გ შემწვარი სოკო
  • 3-4 ბოლოკი
  • 1 მოხარშული სტაფილო
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 150გ მარილიანი კრეკერი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • ისპანახის ფოთლები

მომზადება

1.მოხარშული კვერცხი გაასუფთავეთ, განაცალკევეთ ცილა და გული. კვერცხის  გული, სიპანახი და ბოლოკი გადადეთ ცალკე – სალათის გასაფორმებლად. დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით.

2.შებოლილი ქათამი დაჭერით წვრილა კუბიკებად. შავი ქლიავი გარეცხე და დაჭერით. მოთუშეთ სოკო.

3.ინგრედიენტები მოათავსეთ დიდ ჯამში. მაიონეზს დაუმატეთ მდოგვი, არაჟანი, მიღებული სოუსი მოასხით სალათს. კარგად მოურიეთ.

4.ჯამში ჩააფინეთ პაკეტი. მოათავსეთ სალათი ჯამში და კოვზით მოასწორეთ. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

5.გააფორმეთ სალათი. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ბოლოკი.

სალათი გადაიტანეთ თეფშზე და მოხსენით პაკეტი. წვრილად დაჭრილი ბოლოკი შეგიძლიათ ყვავილებს დაამსგავსოთ.

6.კრეკერს ერთი მხრიდან წაუსვით მაიონეზი და მიაკარით სალათის კედელს. ისპანახის ფოთლები არ დაგავიწყდეთ.

7.უგემრიელესი სალათი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!