ლაზანია მასტერშეფის ჟიურის ექსკლუზიური რეცეპტით

1827

ლაზანია – მთელს მსოფლიოში პოპილარული იტალიური კერძია. ის მზადდება თხელი ცომით, ხორცის შიგთავსით, სოუსი ბეშამელით და პარმეზანით. ასევე ამ კერძს უმატებენ სხვა სახეობის ყველს და ბოსტნეულს. ამ კერძის რეცეპტი  XIII საუკუნიდან იღებს სათავეს.

ტრადიციული ლაზანია 5 ფენისგან შედგება, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო ნაკლებიც. დღეს ჩვენ მასტერშეფის მტავარი ჟიურის ექტორის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 700გ
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • წითელი ხახვი 1
  • ნიორი 2 კბილი
  • ბულგარული წიწაკა 1
  • პომიდორი 800გ
  • ტომატ პასტა 100გ
  • რძე 2 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • კარაქი 50გ
  • ნუში გემოვნებით
  • ჩედერი 400გ
  • პარმეზანი 100გ
  • ლაზანიის ფირფიტა 250გ
  • ორეგანო გემოვნებით
  • ხმელი რეჰანი გემოვნებით
  • როზამრინი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვენბით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ სოუსი. დაჭერით ნიორი, დაჭერით ხახვი, წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ბოსტნეული. მოთუშეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვენბით.

2.დაუმატეთ საქონლის ფარში და მოურიეთ. დაუმატეთ ორეგანო, მაშინ როცა ხორცი გამუქდება. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ გათლილი პომიდორი და ტომატ პასტა. მოაყარეთ ცოტა ოდენი როზამრინი.

3.შემდეგ კი მოვამზადოთ სოუსი ბეშამელი. ტაფაზე გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. შეწვით ფქვილის გაოქროსფერებამდე. მასა გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

4.გააცხელეთ 1 ჭიქა რძე და დაუმატეთ 1,5 სუფრის კოვზი ფქვილის მასა. ათქვიფეთ ნიჩბის მეშვეობით. სოუსი მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ დარჩენილი რძე, მოურიეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გადმოიტანეთ ცეცხლიან.

5.მოვამზადოთ ლაზანია. ფორმის ძირს წაუსვით ბეშამელის სოუსი, მოათავსეთ ლაზანიას ფირფიტა და წაუსვით მეორე სოუსი. ამ მეთოდით დაალაგეთ 5 ფირფიტა. მოაყარეტ გახეხილი ჩედერი, შემდეგ წაუსვით სოუსი და გადააფარეთ ლაზანიას ფირფიტა. მოასხით ბეშამელის სოუსი და მოაყარეთ პარმეზანი. ფორმას დააფარეთ თავსახური და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20-30 წუთი.

მზადებისას ლაზანია გაიზრდება ზომაში, ამოტომაც ჭუჭლის ზომას მიაქციეთ ყურადღება. ფორმა მოათავსეთ ღუმელის ცენტრში, რათა თანაბრად გამოცხვეს. გემრიელად მიირთვით!