ხმელი თუ ნედლი მჟავე ხილისგან დამზადებული შეჭამანდები განსაკუთრებით ქართლსა და კახეთშია პოპულარული. ფქვილით, ნივრითა და სანელებლებით შეკმაზულ წვნიანს შინდის, ქლიავის, კვრინჩხისა და სხვა მრავალი კურკოვანი ხილისგან ამზადებენ.
მასალა:
- შინდი – ნედლი 500 გ ან შინდის კერკი (გამომშრალი შინდი) 1 კგ
- წყალი – 500 მლ
- ხახვი – 1 ცალი (საშუალო ზომის თავი)
- კარაქი – 30 გ
- ნიორი – 1/2 კბილი
- პიტნა – რამდენიმე ფოთოლი
- ფქვილი – 20 გ
- შაქარი – 5-10 გ (გემოვნების მიხედვით)
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით 500 მლ წყალი და აადუღეთ. ჩააყარეთ შინდი ან შინდის კერკი და 10 წუთს ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გახეხეთ მოხარშული რბილობი. გადაწურული ნახარში შეინახეთ.
- დაჭერით ხახვი წვრილად და კარაქთან ერთად მოშუშეთ გაოქროსფრებამდე. დაამატეთ გახეხილი შინდის მასა და გაათხელეთ შინდის ნახარშით. წამოადუღეთ.
- წინასწარ მოამზადეთ სოუსი – პატარა თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ცოტაოდენი შინდის ცხელი ნახარში და კარგად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა ჩაუშვით ადუღებულ შინდის შეჭამანდში, თან მუდმივად ურიეთ. მასა ოდნავ უნდა შესქელდეს. ბოლოს დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი და შაქარი.
- ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, დაახურეთ თავსახური და სუფრასთან მიტანამდე 5-10 წუთით გააჩერეთ.