ძალიან მიყვარს ჩაისთან ტკბილეულის მირთმევა, მაგრამ ვცდილობ ნაყიდი დესერტებით არ ვიკვებო. მირჩევნია სახლში მოვამზადო და ვიცოდე რას ჭამენ ჩემი შვილები.
ინგრედიენტები
- 250გ კარაქი
- 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი (ცომისთვის)
- 2 სუფრის კოვზი შაქარის ფხვნილი (დესერზე მოსაყრელად)
- 2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 80მლ მცენარეული ზეთი
- 4 სუფრის კოვზი სახამებელი
- ვანილი
- 400-420გ ფქვილი
მომზადება
1.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ზეთი. ათქვიფეთ მიქსერით.
2.დაუმატეთ სახამებელი, ლიმონის წვენი და ისევ ათქვიფეთ.
3.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი ხელით.
4.ცომი გაყავით3 ნაწილად. თითოეულს მიეცით ძეხვის ფორმა დადაჭერით. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
5.გამოაცხეთ 180 გრადისზე 15 წუთი. ამოავლეთ შაქრის ფხვნილში.
გემრიელად მიირთვით!