უკრაინელმა ბებიამ რძიანი ფაფის უძველესი რეცეპტი გამიზიარა. სუფრაზე კარაქთან ერთად გამაქვს

416

„ზატირკა“ უძველესი კერძია, რომელსაც უკრაინის და ბელარუსიის სოფლებში ხშირად ამზადებდნენ. ეს უჩვეულო ფქვილის ფაფაა. ჩვენს დროში ასეთი საინტერესო კერძის შესახებ ცოტას სმენია. Gastronomia.ge–ს რედაქცია კერძის რეცეპტს პირდაპირ დასავლეთ უკრაინიდან, სოფელ ვოსკერსინციდან გიზიარებთ.

ფქვილის ფაფა

ფქვილის ფაფას მთელი ოჯახის სამყოფად დიდ ქვაბში ამზადებენ. გირჩევთ, ინგრედიენტების რაოდენობა შეამციროთ, რომ კერძი საცდელად მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 20 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ფქვილის ფაფა ძალიან მარტივად მზადდება. პირველ რიგში, ღრმა ტაფაში რძე და წყალი აურიეთ. ფქვილი ღრმა თასში გაცერით, მარილი და კვერცხი დაუმატეთ. კვერცხი წინასწარ შეგიძლიათ ათქვიფოთ, მაგრამ აუცილებელი არაა. მასას ჩანგლით აურიეთ, რომ ფქვილის წვრილი ნაფშვენი მიიღოთ. თუ ხედავთ, რომ ბევრი ფქვილი დარჩა, ცოტა წყალი დაუმატეთ.

ორიგინალურ რეცეპტში ეს სპეციალურ ხის ვარცლში კეთდება. აქედან მოდის კერძის სახელი, რადგან ამ ეტაპზე ფქვილის გოროხები ერთმანეთს უნდა შეასრისოთ. ზედმეტი ფქვილის მოსაშორებლად, ნაფშვენი საცერზე გადაიტანეთ.

2. ქვაბი რძით და წყლით ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ახლა სითხეს გასრესილი ფქვილი თანდათან დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ.

3. რძე ისევ უნდა ადუღდეს. სანამ ფქვილის ფაფა იხარშება, მუდმივად აურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. ნაფშვენი პატარაა, ამიტომ სწრაფად იხარშება. გადახარშვა საჭირო არაა, რომ მთლიან მასად არ გადაიქცეს. აქ, მთელი ხიბლი ფქვილის პატარა გოროხებშია, რომელიც რძეში ცურავს.

4. მზა ფაფას კარაქი დაუმატეთ, რომ უფრო ნაზი გემო მიიღოს. სურვილის შემთხვევაში, ცოტა შაქარი შეგიძლიათ დაუმატოთ. მზადაა!

რედაქციის რჩევა

ამ რეცეპტში რძის და წყლის რაოდენობა თანაბარია, მაგრამ გირჩევთ ცოტა ნაკლები წყალი გამოიყენოთ და თანდათან დაუმატოთ, თუ ფაფა ძალიან გასქელდება. ორიგინალურ რეცეპტეში 1,5 ძროხის რძეს სადღაც 0,5 ლ წყალს უმატებენ. ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ სახლის რძე ძალიან ცხიმიანია.

ადრე კოლმეურნეობის პერიოდში ფქვილის ფაფას ყოველთვის რძით არ ამზადებდნენ. პირიქით, პროპორციები განსხვავდებოდა, რადგან რძის სახელმწიფოსთვის მიცემა უწევდათ. მაშინ კერძში წყლის რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გემრიელი რძე. დღეს ფქვილის ფაფას მაკარონს რძით უწოდებენ. ვფიქრობ, რომ მსგავსი კერძი ბავშვობაში ნაჭამი გაქვთ და რძიან მაკარონს შაქარს აყრიდით! თითებს ჩაიკვენტთ!

დღეს მაკარონი ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ამ კერძში რაღაც განსაკუთრებულია. თითქოს მისი მომზადებით, საყვარელი ბებიის გვერდით აღმოჩნდებით. განა ნოსტალგიაზე უკეთესი გრძნობა არსებობს?