გაზაფხულის პერიოდში ძალიან მიყვარს სალათების მომზადება მწვანილებით. თითქმის ყოველ კვიტა ვაცხობ ნამცხვარს მწვანილით და კვერცხით.
ძალიან მარტივი რეცეპტი მინდა გასწავლოთ, ცომი და შიგთავსი ასე მარტივად არასოდეს მომიმზადებია. გულსართი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენიგემოვნებით.
ინგრედიენტები
- მწვანე ხახვი
- კამა
- 300გ ხორბლის ფქვილი
- 250გ კეფირი
- 250გ არაჟანი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 15გ გამაფხვიერებელი
- 9 კვერცხი
- 0,5-1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- საფანელი
მომზადება
1.გარეცხეთ და გააშრეთ ხახვი.
2.ხახვი დაჭერით წვრილად.
3.4 საშუალო კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით.
4.კვერცხს დაუმატეთ მწვანილი და მოასხით არაჟანი.
5.ღრმა ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი, 1 გაყავით ცილად და გულად. ცილა დაუმატეთ კვერცხს, ხოლო გული სხვა ჭურჭელში მოათავსეთ.
6.კვერცხს მოასხით კეფირი (უმჯობესია გამოიყენოთ ცხიმიანი). დაუმატეთ არაჟანი.
7.კარგად მოურიეთ, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი.
8.მოზილეთ რბილი ცომი. საცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით. მოფანტეთ საფანელი, რათა ნამცხვრის ამოღება მარტივად შეძლოთ.
9.ჩაასხით ნახევარი ცომი, გადაანაწილეთ კოვზით, მოათავსეთ შიგთავსი. მოასხით მეორე ნაწილი და თანაბრად გადაანაწილეთ. წაუსვით კვერცხის გული (არაჟანთან ათქვეფილი). შეგიძლიათ მოაყაროთ სიმითის მარცვლები.
10.გამოაცხეთ 40-50 წუთუ 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!