15 მარტს დაიწყო უდიდესი მარხვა – ყველაზე მკაცრი მარხვა, რომელიც გვამზადებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.
დღეს გთავაზობთ მაიონეზის რეცეპტს კვერცხის გარეშე, ფქვილზე და ზეითუნის ზეთზე.
ინგრედიენტები
- 125გფქვილი
- 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2,5 სუფრის კოვზი მდოგვი
- 1,5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1,5 სუფრი კოვზი წყალი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 1,5 ჩაის კოვზი ადიგენური მარილი
მომზადება
1.გაცერით ფქვილი.
2.ფქვილს მოასხით წყალი, მოურიეთ.
3.წყალი ჩაასხით მთლიანად და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, რათა მომავალი სოუსი არ დაიწვას.
4.დაელოდეთ ბუშტუკების გაჩენას და ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
5.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ გაგრილებული ფქვილის მასა, შაქარი, ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი და მარილი.
6.ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
7.თვქენ მიიღებთ მაიონეზს, რომელიც ძალიან უხდება სალათებს.
გემრიელად მიირთვით!