მარხვა ვერ წარმომიდგენია ამ წვნიანის გარეშე

849

დღეს მე გასწავლით სარხვო სუპის მომზადებას ვერმიშელით და კარტოფილით, რომელსაც დედაოები ამზადებენ. ბულიონი ძალიან ნოყიერი და არომატული გამოდის.

ამ სუპის მოსამზადებლად უმარტივესი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 5-6 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2ლ წყალი
  • 1 ხახვი
  • 4 სუფრის კოვზი ვერმიშელი
  • მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • 3-4 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ამასობაში გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. ნახევრად მოხარშეთ.

2.დაჭერით სტაფილო და ხახვი. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი. ჯერ მოთუშეთ სტაფილო და შემდეგ ხახვი.

3.მოთუშული მასაც მოათავსეთ ქვაბში.

4.სუპი აადუღეთ 5 წუთი და დაუმატეთ ვერმიშელი. რათა ვერმიშელი არ დაიშალოს და არ გახდეს წებოვანი, შეგიძლიათ წინასწარ მოხალოთ მშრალ ტაფაზე.

5.მზადების ბოლოს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი.

გემრიელად მიირთვით!