ლავაშის კონვერტები ქათმით

686

ვახშამი – უმნიშვნელოვანესია გემრიელი კერძის მირთმევა დღის ამ მონაკვეთში. სავახშმოდ გროვდება მთელი ოჯახი, ამიტომაც გემირლი კერძით გამასპინძლება გარდაუვალი საქმეა.

სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, რთული კერძის მომზადების ძალაც კი არ მაქვს. ასეთ სიტუაციებში ძალიან მეხმარება ეს რეცეპტი.

ამ კერძისთვის დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები. მთავარია ქათმის ფილე და ლავაში გქონდეთ,შეგიძლიათ იმპროვიზაციაც გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 4 ცალი
  • ყველი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ქამა სოკო 2 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • შავი წიწაკა
  • ლავაში 4 ცალი
  • არაჟანი 150გ
  • ოხრახუში
  • პომიდორი 1 ცალი
  • მარილი და პაპრიკა

მომზადება

1.ჩაჭერით ქათმის ფილე რამდენიმე ადგილას ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.ლავაშის კონვერტები ძალიან მარტივი მოსამზადებელია. მილის ფორმა მიეცით ლავაშს, არ გადაკეცოთ ბოლომდე. შეუკეცეთ ბოლოები და დააფიქსირეთ.

3.150გ არაჟანს დაუმატეთ ყველი, პაპრიკა, დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

4.ლავაშის კონვერტებში მოათავსეთ ფილე დაგადაიტანეთ პერგამენტზე.

5.დაჭერით სოკო, პომიდორი და გადაანაწილეთ ხორცზე. მომზადებული სოუსი და კვერცხი წაუსვით ზემოდან. გამოაცხეთ 40 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!