თუ გინდა გარანტირებულად გემრიელი და წვნიანი მწვადი გამოგივიდეს, მაშინ არჩევანი ქათმის ხორცზე უნდა შეაჩერო. პირველ რიგში, ქათამი უფრო სწრაფად და ნარტივად მზადდება. ფასიც საგრძნობლად დაბალია სხვა სახის ხორცთან შედარებით.
უმჯობესი მწვადი მოამზადოთ ნახშირზე, მაგრამ ელექტრო ღუმელშიც არ გამოდის ცუდი.
ინგრედიენტები
- 1კგ ქათმის ფილე
- 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 1 ჩაის კოვზი კოწახური
- 1 ჩაის კოვზი დაფხვნილი ქინძი
- 1 ჩაის კოვზი სუმაკი
- 1 ჩაის კოვზი წიწაკა
- 0,5ლ წყალი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1.მოამზადეთ ფილე. გარეცხეთ, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, დაჭერით.
2.ფილეს დაუმატეთ სანელებლები, შაქარი და მარილი. ნიორი და კოწახური უმჯობესია დააქუცმაცოთ დანით.
3.მოასხით სოიოს სოუსი და პომიდვრის პასტა. გაიკეთეთ ხელთათმანი და კარგად გადაურიეთ.
4.ხორცს მოასხით ოთახის ტემპერატურის წყალი. ისევ მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში მეთელი ღამით.
5.გადაასხით მარინადი, ხოლო ხორცი აკინძეთ შამფურებზე. შეწვით და ისიამოვნეთ!
მე პირადად ქათმის მწვადი ღორის მწვადი მირჩევნია. სადღესასწაულო მაგიდას ძალიან ამშვენებს.
გემრიელად მიირთვით!