თევზის ოლადები წვნიანი სკუმბრიით

656

სკუმბრია ჩემთვის შეუცვლელი თევზია. ხშირად ვამარინადებ სანელებლებთან ერთად, ან ვთუშავ ბოსტნეულთან. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სკუმბრისს ოლადები.

ეს საუკეთესო რეცეპტია, რაც კი შემხვედრია. სკუმბრისს ფილეს ფარშად არ ვაქცევ, არამედ ვჭრი კუბიკებად და ვურევ ცომს. ფქვილსაც არ ვიყენებ. სიფაფუკეს და მდგრადობას ოლადებს სახამებელი აძლევს.

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი
  • სახამებელი 2 ჩაის კოვზი
  • ორცხობილა 2 ჩაის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • არაჟანი 3 სუფრს კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ცომის ფუძე. ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი ორცხობილასთან და სახამელთან ერთად. დაუმატეთ ნივრის ფხვნილი და მარილი. დაელოდეთ მასის ამოფუებას.

2.სკუმბრისს ფილე დაჭერით წვრილად.

3.თევზი გადაიტანეთ კვერცხის მასაში. დაუმატეთ ხახვი და მოურიეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ოდნავ სქელი.

4.ამოსათვის დაუმატეთ არაჟანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-4 სუფრის კოვზი არაჟანი. ყველაფერი დამოკიდებულია მის ცხიმიანობაზე. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. კოვზით მოათავსეთ მასში 5-6 ოლადი.

5.მოამზადეთ 3-4 წუთი ორივე მხრიდან. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ის ზედმეტ ცხიმს შეიწოვს.