
ინგრედიენტები
- ზეთში დაკონსერვებული ვარდისფერი ორაგული 1 ქილა
 - კარტოფილი 1 ცალი
 - სტაფილო 1 ცალი
 - ხახვი 1/3
 - მოხარშული კვერცხი 3 ცალი
 - კამა
 - მარილი და წიწაკა
 - ლიმონი
 - ფორთოხლის ცედრა
 - გაფილტრული წყალი
 
მომზადება
- თავდაპირველად გამოაცხეთ სტაფილო და კარტოფილი. გათალეთ კარტოფილი და სტაფილო, მოაყარეთ არილი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხეთ 40 წუთი 200 გრადუსზე.
 - კონსერვირებული თევზი დაჭყლიტეთ ჩანგლით, მოაყარეთ დაჭრილი კამა.
 - დააქუცმაცეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლიმონის წვენი და ცხელი წყალი. გამოწურეთ ხახვი, გადაასხით ზედმეტი სითხე. ხახვი მოაყარეთ თევზს და დაელოდეთ.
 - გახეხეთ კვერცხის ცილა და ჩაყარეთ ჯამში.
 - სტაფილო,კარტოფილი და კვერცხის გული წვრილად გახეხეთ.
 - აიღეთ კულინარიული წრე, მოათავსეთ თეფშზე და დაიწყეთ სალათის აწყობა. პირვლი ფენა ხახვი და თევზია.
 - მოასხით მაიონეზი. მოაყარეთ ცილა, შემდეგსტაფილოს ფენა, ფორთოხლის ცედრა და ისევ მოასხით მაიონეზი.
 - შემდეგი ფენა გახეხილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.
 - სალათი შეგიძლიათ გააფორმოთ გემოვნებით. შეინახეთ მაცივარში.
 
გემრიელად მიირთვით!
            






