კარტოფილის უგემრიელესი ვატრუშკები ხორცის შიგთავსით

878

რა მოვამზადო ხვალ? ამ ფიქრებში ძალიან ხშირად ჩამძინებია. დღეს მე ამ საფიქრალს მოგაშორებთ და შემოგთავაზებთ ვატრუშკას დახვეწილ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 5 მოხარშული კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 250გ ქათმის ფარში
  • 150გ ღორის კისერი
  • 200გ ლორი
  • 200გ ყველი
  • 1-2სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.მარილიან წყალში მოხარშეთ გასუფთავებული კარტოფილი. მზა ბოსტნეული გააგრილეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ 1 კვერცხი, მარილი და წიწაკა. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.წვრიად დაჭერით ხახვი. დააქუცმაცეთ ღორის ხორცი.

ხორცს დაუმატეთ წიწაკა, მარილიდა დაქუცმაცებული ხახვი. ფარშს დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ.

3.ფქვილიან ზედაპირზემოამზადეთ კარტოფილის ფირფიტები. თითით ცენტრში ჩააღრმავეთ.

ფირფიტას ერთი მხრიდან მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ ზეთიან ფორმაზე.

4.კარტოფილის ფირფიტებზე მოათავსეთ სუფრის კოვზი შიგთავსი. კუთხეებს წაუსვით კვერცხის გული.

5.გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ზემოდან. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

6.კარტოფილის ვატრუშკა მზად არის!

გემრიელად მიირთვით!