შეკითხვა, როგორ შევინარჩუნოთ კარგი ფორმა და არ მოვიმატოთ წონაში, მგონი ყველას გვაინტერესებს. საახალწლო დღეების შემდეგ მითუმეტეს. დიდხანს ვეძებდი შესაბამის რეცეპტს, მაგრამ უშედეგოდ.
ამ რეცეპტის დამსახურებით, თქვენ შეძლებთ მაღალ კალორიული საკვების ნაკლებად კალორიულად ქცევას, ამიტომაც უარის თქმა არ მოგიწევთ საყვარელ კერძზე.
მე ძალიან მომწონს საფანელის ნაცვლად გამოყენებული შვრიის ფანტელი. საფანელი ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმს იწოვს, ამიტომაც კერძი გამოდის კალორიული.
ინგრედიენტები
- 250გ ქათმის ფილე
- 1 კვერცხი
- 50გ შვრიის ქატო
- მარილი და სანელებლები გემოვნებით
- მცენარეილი ზეთი
მომზადება
1.გარეცხეთ ქათმის ფილე, დაჭერით და მოაშორეთ ცხიმი.
2.მოაყარეთ მარილი და სანელებლები, დაბეგვეთ.
3.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. დაჭრილი ქათამი ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ კი შვრიის ქატოში.
4.გააცხელეთ ტაფაზე მცენარეული ზეთი, შეწვით მზა ნაგეცები. უმჯობესია თუ გამოიყენებთ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს, ასე მეტად სასარგებლოა.
5.უგემრიელესი ნაგეცები მზად არის!
გემრიელად მიირთვით!