შებრაწული ზრაზები უკარტოფილოდ: ნოყიერი და ბიუჯეტური

1645

თუ კლასიკური კარტოფილის ზრაზები გიყვართ, “გასტრონომია” გთავაზობთ ვეგანურ ვარიანტს – ზრაზებს ბრინჯითა და სოკოთი. ჩვეული კერძის განახლებული გემო ძალიან მოგეწონებათ.

შიგთავსისთვის შეარჩიეთ ნებისმიერი სოკო – გაყინული ან ახალი. ჩვენს შემთხვევაში ქამა სოკო გამოვიყენეთ. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ ხორცის ფარში, ან მთლიანად მისით ჩაანაცვლოთ. შევუდგეთ სამზადისს!

ინგრედიენტები

  • 250 გრ ქამა სოკო
  • 300 გრ ბრინჯი
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გრ საფანელი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაავლეთ ბრინჯი წყალში მხოლოდ ერთხელ, სახამებლიანი მარცვლები დაგჭირდებათ. მოხარშეთ ერთ ლიტრ მარილიან წყალში ბოლომდე. ცოტათი გააცივეთ, შემდეგ შეურიეთ სახამებელი.

2. მოხარშეთ სოკო და წვრილად დაჭერით. დაჭერით ხახვი, ნიორი და მოთუშეთ, შემდეგ დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი და კიდევ 5 წუთის განმავლობაში მოამზადეთ.

3. სველი ხელებით აიღეთ დაახლოებით 80 გრ ბრინჯი. გააკეთეთ ჩაღრმავება, ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ და კოტლეტების ფორმა მიეცით. დაახლოებით 10-12 ცალი გამოგივათ.

4. ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გამოგივათ წვნიანი, ნოყიერი და მყარი ზრაზები. მიირთვით სალათებთან, არაჟანთან ან საყვარელ სოუსთან. მოამზადეთ მადისაღმძვრელი ხემსი სადილად ან ვახშმად, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!